გარემოს ეროვნული
სააგენტოს მოკლევადიანი
პროგნოზის განყოფილების
უფროსის, დოდო გვაზავას
განცხადებით,
საქართველოში გამოიდარებს
და შესაძლოა ჰაერის
მაქსიმალურმა
ტემპერატურამ +10 +12
გრადუსსაც მიაღწიოს.„28
თებერვალს, მთელი ქვეყნის
მასშტაბით გამოიდარებს და
უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ღამით ყინვა
გაძლიერდება. დასავლეთ
საქართველოს დაბლობ
რაიონებში მოსალოდნელია - 5,
- 10 გრადუსი. აღმოსავლეთ
საქართველოს ბარში -7, -
12.დღისით გამოიდარებს და
ჰაერი გათბება მზის ხარჯზე.
დაბლობსა და ბარში
ერთნაირი ტემპერატურა
დაფიქსირდება. დასავლეთ
საქართველოში, 1 მარტს
შესაძლებელია აღინიშნოს
მცირე თოვა, მათ შორის
დედაქალაქშიც. 2 მარტს
ყველგან უნალექო ამინდია
მოსალოდნელი, ყინვები
ცოტათი დაიკლებს.3 მარტიდან
ასევე შეიმჩნევა, რომ
ჰაერის ტემპერატურა
მომატებას დაიწყებს და
შესაძლებელია 8 მარტის
ჩათვლით, დღის
მაქსიმალურმა
ტემპერატურამ (გურია,
აჭარა, სამეგრელოს დაბლობ
რაიონებში) მიაღწიოს 10, 12
გრადუსს“,- განაცხადა
„პრაიმტაიმთან“ დოდო
გვაზავამ.