როგორი წარუმატებელიც იყო
დავით კეზერაშვილის
ლობიზმი აშშ-ში, ასეთივე
იქნება ურეიტინგო ნიკა
გილაურის მიერ გადაყრილი 600
ათასი დოლარის ეფექტი
თვითპრომოუშენისთვის.
მეგალომანია
არაპოპულარული
ნაცპოლიტიკოსების
ერთ-ერთი მახასიათებელია, -
ასე ეხმიანება
ანალიტიკოსი გია აბაშიძე,
ინფორმაციას FARA-ზე
გამოქვეყნებული
დოკუმენტის შესახებ,
საიდანაც ირკვევა, რომ
გილაურმა აშშ-ში ლობისტური
კომპანია დაიქირავა, რაშიც
600 000 დოლარი
გადაიხადა.ანალიტიკოსის
განცხადებით, გილაური
ისეთივე უშანსოა, როგორც
სალომე ზურაბიშვილი და მის
დასავლელ კურატორებს
გაწბილება ელით."როგორი
წარუმატებელიც იყო დავით
კეზერაშვილის ლობიზმი
აშშ-ში, ასეთივე იქნება
ურეიტინგო ნიკა გილაურის
მიერ გადაყრილი 600 ათასი
დოლარის ეფექტი
თვითპრომოუშენისთვის.
მეგალომანია
არაპოპულარული
ნაცპოლიტიკოსების
ერთ-ერთი მახასიათებელია.
გაწბილდებიან ნიკა
გილაური და მისი დასავლელი
კურატორები, რადგან
რადიკალების ერთ-ერთი
მთავარი ფიგურა ის ვერ
გახდება. უშანსოა, როგორც
ტრაგიკომიკური სალომე
ზურაბიშვილი. აწი იქნება
ცალკეული ამერიკელი
პოლიტიკური აქტორების ბლა
ბლა კომენტარები
საქართველოს ექს-პრემიერ
გილაურზე, შეკვეთილი
უხარისხო სტატიები და
ა.შ.FARA-ს მოთხოვნების
შესაბამისად, აშშ-ის
იუსტიციის დეპარტამენტის
ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა
დოკუმენტი, რომლის
მიხედვითაც, ნიკა გილაურის
კომპანია Reformatics-მა აშშ-ში
ლობისტური კომპანია Continental
Strategy-ი დაიქირავა, რისთვისაც
600 000 დოლარი
გადაიხადა.გამოქვეყნებული
დოკუმენტებიდან ირკვევა,
რომ Continental Strategy-ი წარმოადგენს
Reformatics-ის ინტერესებს
აშშ-საქართველოს
ურთიერთობების
გაძლიერების
ყოვლისმომცველი პროგრამის
ფარგლებში. საქმიანობა
შესაძლოა მოიცავდეს
ლობირებას, საინფორმაციო
მასალების მომზადებასა და
გავრცელებას და აშშ-ის
პოლიტიკოსებთან
ურთიერთობას.გარდა ამისა,
„Continental strategy-ი ხელს შეუწყობს
აშშ-ის აღმასრულებელ და
საკანონმდებლო
ხელისუფლებებში
დაინტერესებულ მხარეებთან
ურთიერთობების
დასამყარებლად
სტრატეგიული გეგმის
შემუშავებასა და
განხორციელებას“." - წერს
გია აბაშიძე Facebook-ზე.