პაველ ჰერჩინსკი მზია ამაღლობელს მხარდაჭერას უცხადებს - პარლამენტის თავმჯდომარე კი, ევროკავშირის ელჩს პასუხობს და ძალადობის მიმართ სოლიდარობას, შემდგომი ძალადობის წაქეზებად აფასებს

Primetime.ge 4 საათი წინ 9
პაველ ჰერჩინსკი მზია ამაღლობელს მხარდაჭერას უცხადებს - პარლამენტის თავმჯდომარე კი, ევროკავშირის ელჩს პასუხობს და ძალადობის მიმართ სოლიდარობას, შემდგომი ძალადობის წაქეზებად აფასებს
პაველ ჰერჩინსკი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შინაარსში არ შედის, თუმცა მზია ამაღლობელის საქმეზე საკმაოდ ვრცლად საუბრობს. ელჩი იმეორებს, რომ სასჯელი არაპროპორციულია და სამართლებრივ პროცესს ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება.შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემური თავდასხმა - ამ სათაურით ფოტო ევროკავშირის წარმომადგენლობამ ორი დღის წინ გაავრცელა, როდესაც პაველ ჰერჩინსკი "ბათუმელების" ოფისში იმყოფებოდა და მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებდა. "ფეისბუკ" პოსტს, სოციალური ქსელითვე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე და დაწერა, რომ ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა.ელჩის პოზიცია მოსწონთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებს არ უკვირთ, რომ მზია ამაღლობელის საქმით უცხოელი აქტორები ინტერესდებიან.უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ელჩები ძალადობას არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ ძალადობრივ ფაქტებზე მათი დუმილითაც ახალისებენ. ქართული ოცნების წევრები კონკრეტულ შემთხვევებსაც იხსენებენ..პაველ ჰერჩინსკი დღესაც, ბათუმში იმყოფებოდა, სადაც საელჩოს ორგანიზებით ევროპის დღის ღონისძიება გაიმართა.
სრულად წაიკითხეთ სტატია