24-26 მაისს საქართველოში
მოსალოდნელი
ამინდი:გარემოს ეროვნული
სააგენტოს ცნობით, 27
მაისამდე საქართველოს
ცალკეულ რაიონში სითბოს
ფონზე მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,
აღმოსავლეთ საქართველოში
შესაძლებელია სეტყვაც
აღინიშნოს.⛈ ქ. თბილისში
შესაძლოა ხანმოკლე წვიმა
ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +25, +27
გრადუსი დაფიქსირდება.🌊
სანაპირო რაიონებში
(ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია,
ფოთი): თბილი და უნალექო
ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +28, +30
გრადუსი დაფიქსირდება.⛅️
დასავლეთ საქართველოს
დაბლობ რაიონებში
(ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი,
მარტვილი, ოზურგეთი) თბილი
და უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +31, +33 გრადუსი
დაფიქსირდება.⛅️ დასავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ამბროლაური,
ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა,
საჩხერე, ხულო, რიკოთის
უღელტეხილი): სითბოს ფონზე
ზოგან გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +25, +30
გრადუსი დაფიქსირდება.⛅️
დასავლეთ საქართველოს
მაღალმთიან რაიონებში
(მესტია, ბახმარო): ზოგან
გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +22, +27
გრადუსი დაფიქსირდება.⛈
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი,
მარნეული, გარდაბანი, გორი,
ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე
წვიმა და ელჭექია
მოსალოდნელი, ჰაერის
ტემპერატურა დღისით +23, +28
გრადუსი დაფიქსირდება.⛈
კახეთში (საგარეჯო, თელავი,
გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა,
დედოფლისწყარო): ზოგან
ხანმოკლე წვიმაა
მოსალოდნელი,
შესაძლებელია ელჭექი და
სეტყვა. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +22, +27
გრადუსი დაფიქსირდება.⛈
აღმოსავლეთ საქართველოს
მთიან რაიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი,
ფასანაური): ზოგან ხანმოკლე
წვიმაა მოსალოდნელი,
შესაძლებელია ელჭექი და
სეტყვა. ტემპერატურა
დღისით +21, +26 გრადუსი
დაფიქსირდება.🌦
აღმოსავლეთ საქართველოს
მაღალმთიან რაიონებში
(ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო):
ზოგან გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +15, +20
გრადუსი დაფიქსირდება.