სინოპტიკოსების
პროგნოზით, 27 მაისამდე
საქართველოს ცალკეულ
რაიონში სითბოს ფონზე
მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა და ელჭექი,
აღმოსავლეთ საქართველოში,
შესაძლებელია, აღინიშნოს
სეტყვაც.„თბილისში,
შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა
ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +25, +27
გრადუსი
დაფიქსირდება.სანაპირო
რაიონებში (ბათუმი,
ქობულეთი, ანაკლია, ფოთი)
თბილი და უნალექო ამინდი
იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +28, +30
გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს დაბლობ
რაიონებში (ზესტაფონი,
ქუთაისი, სამტრედია,
ზუგდიდი, მარტვილი,
ოზურგეთი) თბილი და უნალექო
ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +31, +33
გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ამბროლაური,
ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა,
საჩხერე, ხულო, რიკოთის
უღელტეხილი) სითბოს ფონზე
ზოგან გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +25, +30
გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (მესტია,
ბახმარო) ზოგან გაწვიმდება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +22, +27 გრადუსი
დაფიქსირდება.ქართლში
(რუსთავი, ბოლნისი,
მარნეული, გარდაბანი, გორი,
ცხინვალი) ზოგან ხანმოკლე
წვიმა და ელჭექია
მოსალოდნელი, ჰაერის
ტემპერატურა დღისით +23, +28
გრადუსი
დაფიქსირდება.კახეთში
(საგარეჯო, თელავი,
გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა,
დედოფლისწყარო) ზოგან
ხანმოკლე წვიმაა
მოსალოდნელი,
შესაძლებელია ელჭექი და
სეტყვა. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +22, +27
გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი,
ფასანაური) ზოგან ხანმოკლე
წვიმაა მოსალოდნელი,
შესაძლებელია ელჭექი და
სეტყვა. ტემპერატურა
დღისით +21, +26 გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (ახალქალაქი,
წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო) ზოგან გაწვიმდება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +15, +20 გრადუსი
დაფიქსირდება“, –
აღნიშნულია ინფორმაციაში.