მეტეოროლოგ კობა
ფარტენაძის პროგნოზით,
ზაფხულის ბოლო დღეს
საქართველოში მზიანი,
ცხელი და მშრალი ამინდის
პირობები იყო, რომელიც 1-ელ
სექტემბერსაც
შენარჩუნდება და
კალენდარულად შემოდგომის
პირველი დღე ისევ ცხელი და
მზიანი იქნება.„დასავლეთ
საქართველოში, 1-ელ
სექტემბერს ტემპერატურა +37,
სანაპირო კურორტებზე +33,
აღმოსავლეთ საქართველოში
+36 გრადუსს მიაღწევს.2
სექტემბერს, მთელს
ქვეყანაში მოიღრუბლება და
გვიან საღამოს
შესაძლებელია ხანმოკლე
წვიმა, ტემპერატურა
უმნიშვნელოდ დაიკლებს.3
სექტემბერს, როგორც
დასავლეთში, ასევე
აღმოსავლეთში
მოსალოდნელია პერიოდულად
ხანმოკლე წვიმა, ელჭექით,
შედარებით აგრილდება
ყველგან.4 სექტემბრიდან,
საქართველოში
გამოიდარებს. გილოცავთ
შემოდგომის მოსვლას, ეს
სეზონი იმის დასტურია, რომ
ცვლილებებიც შეიძლება
ლამაზი იყოს...“ - წერს
ფარტენაძე.