გარემოს ეროვნული
სააგენტო, მოსალოდნელ
ამინდთან დაკავშირებით,
განცხადებას ავრცელებს.24
მაისს ქუთაისში დღისით +30 და
ღამით +14 გრადუსია
მოსალოდნელი,
სინოპტიკოსები მზიან
ამინდს ვარაუდობენ.მზიან
ამინდს ელოდებიან
ოზურგეთშიც, დღისით +30
გრადუსი დაფიქსირდება,
ღამით კი +15, იქნება მცირედი
ქარი. ბათუმშიც მზიანი
ამინდი იქნება, დღისით
ჰაერი +28 გრადუსამდე
გათბება, ხოლო ღამით +16
გრადუსი
დაფიქსირდება.მზიანი
ამინდია ფოთშიც. დღისით +29
გრადუსი დაფიქსირდება,
ღამით კი +15 გრადუსია
მოსალოდნელი. მზეა
ზუგდიდშიც, დღისით
ტემპერატურა +28, ღამით კი +15
გრადუსია
ნავარაუდევი.მზიანი დღეა
სოხუმშიც. +27 გრადუსია
მოსალოდნელი დღისით, ღამით
+15 გრადუსი
დაფიქსირდება.მესტიაში კი
იწვიმებს, დღისით +24 გრადუსი
იქნება, ღამით კი +4 გრადუსი
დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც წვიმაა
მოსალოდნელი. ჰაერი +28
გრადუსამდე გათბება, ღამით
კი +11 გრადუსი
დაფიქსირდება.მზიანი
ამინდია ჭიათურაში, დღისით
+28 გრადუსი, ღამით კი +13
გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში წვიმას
ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +25
გრადუსამდე გათბება, ღამით
კი ტემპერატურა +8 გრადუსი
იქნება.ნალექიანი დღეა
ბორჯომშიც, +24 იქნება
დღისით, ღამით კი +10 გრადუსი
დაფიქსირდება. წვიმაა
მოსალოდნელი ბაკურიანშიც,
დღისით +20 გრადუსია
მოსალოდნელი, ღამით +7
გრადუსი
დაფიქსირდება.გორში
იწვიმებს. დღისით +25
გრადუსი, ღამის
განმავლობაში კი +12 გრადუსი
დაფიქსირდება. წვიმიანი
დღე იქნება ცხინვალშიც,
ჰაერის ტემპერატურა +24
გრადუსი იქნება, ღამით კი +10
გრადუსი
დაფიქსირდება.გუდაურში
წვიმაა ნავარაუდევი. დღის
განმავლობაში +14 გრადუსი
დაფიქსირდება, ღამით კი
ჰაერის ტემპერატურა +2
გრადუსი იქნება. ომალოში
წვიმა იქნება, დღისით +15,
ღამით კი +4 გრადუსი
დაფიქსირდება.ლაგოდეხშიც
წვიმიანი ამინდია. ჰაერის
ტემპერატურა დღის
განმავლობაში +26 გრადუსი
იქნება, ღამით კი +15 გრადუსი
დაფიქსირდება. წვიმაა
თელავშიც, სადაც დღისით +23
გრადუსი დაფიქსირდება,
ღამით კი +14 გრადუსია
ნავარაუდევი.გურჯაანშიც
ნალექიან ამინდს
ელოდებიან. დღისით +24
გრადუსი, ღამით კი +15
გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში წვიმიანი დღე
იქნება. დღისით +24 გრადუსია
მოსალოდნელი, ღამით +15
გრადუსი
დაფიქსირდება.რუსთავში
წვიმა იქნება. დღისით +28
გრადუსია მოსალოდნელი,
ღამით კი +14 გრადუსი
დაფიქსირდება.თბილისშიც
სავარაუდოდ, იწვიმებს.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +27 გრადუსს მიაღწევს,
ღამით კი +15 გრადუსი იქნება.