როგორი ამინდი იქნება
უქმეებზე - ამის შესახებ
მეტეოროლოგი კობა
ფარტენაძე სოციალურ
ქსელში წერს.„პარასკევს და
შაბათ-კვირას,
საქართველოში
მოსალოდნელია
გაზაფხულისთვის
დამახასიათებელი
ანტიციკლონური ამინდის
პირობები.ატმოსფერული
მაღალი წნევა მოწმენდილი
და მზიანი ამინდის
საწინდარი გახდება,
ტემპერატურის
მნიშვნელოვანი
მომატებით.კონკრეტულად,
შაბათს მაქსიმალური
ტემპერატურა - ქვეყნის
დაბლობსა და ბარში +28, +30
გრადუსს მიაღწევს“, -
განმარტავს ფარტენაძე.