გარემოს ეროვნული
სააგენტოს მოკლევადიანი
პროგნოზის განყოფილების
უფროსის, დოდო გვაზავას
განცხადებით,
საქართველოში გამოიდარებს
და შესაძლოა ჰაერის
მაქსიმალურმა
ტემპერატურამ +10 +12
გრადუსსაც მიაღწიოს.დოდო
გვაზავას თქმით, 1 მარტს
შესაძლებელია აღინიშნოს
მცირე თოვლი.„28 თებერვალს,
მთელი ქვეყნის მასშტაბით
გამოიდარებს და უნალექო
ამინდია მოსალოდნელი.
ღამით ყინვა გაძლიერდება.
დასავლეთ საქართველოს
დაბლობ რაიონებში
მოსალოდნელია - 5, - 10 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს
ბარში -7, - 12.დღისით
გამოიდარებს და ჰაერი
გათბება მზის ხარჯზე.
დაბლობსა და ბარში
ერთნაირი ტემპერატურა
დაფიქსირდება. დასავლეთ
საქართველოში, 1 მარტს
შესაძლებელია აღინიშნოს
მცირე თოვა, მათ შორის
დედაქალაქშიც. 2 მარტს
ყველგან უნალექო ამინდია
მოსალოდნელი, ყინვები
ცოტათი დაიკლებს.3 მარტიდან
ასევე შეიმჩნევა, რომ
ჰაერის ტემპერატურა
მომატებას დაიწყებს და
შესაძლებელია 8 მარტის
ჩათვლით, დღის
მაქსიმალურმა
ტემპერატურამ (გურია,
აჭარა, სამეგრელოს დაბლობ
რაიონებში) მიაღწიოს 10, 12
გრადუსს“,- განაცხადა
„პრაიმტაიმთან“ დოდო
გვაზავამ.