როგორ შეიძლება ვინმემ
სასწორის ორ პინაზე
დააყენოს მოგზაურობა
ევროკავშირის წევრ
ქვეყნებში და ბავშვებზე
ძალადობა, ლგბტ
პროპაგანდის წახალისება, -
განაცხადა „ქართული
ოცნების“ წევრმა არჩილ
გორდულაძემ. დეპუტატი
ევროკომისიის ანგარიშს
გამოეხმაურა.„წარმოუდგენელია,
რომ ერთმანეთთან
აკავშირებენ სკოლებში
ლგბტ პროპაგანდასა და
მეორე მხრივ გვეუბნებიან,
რომ ჩვენ უნდა დავუშვათ
ბაღებში სკოლაში ლგბტ
პროპაგანდა, რომ ორი სქესის
გარდა არსებობს
სხვადასხვა გენდერი და ამ
ყველაფერს უკავშირებენ
თავისუფალ გადაადგილებას
ევროკავშირის წევრ
ქვეყნებში. როგორ შეიძლება
ვინმემ სასწორის ორ პინაზე
დააყენოს მოგზაურობა
ევროკავშირის წევრ
ქვეყნებში და ბავშვებზე
ძალადობა, ლგბტ
პროპაგანდის წახალისება“, -
განაცხადა გორდულაძემ.