როგორ დავეხმაროთ
მიუსაფარ ცხოველებს
ზამთარში? - აღნიშნულ
თემაზე გადაცემაში „დღის
პოსტი“ ძაღლის ქცევის
სპეციალისტმა კახა
კვირიკაშვილმა ისაუბრა და
საზოგადოებას
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
გაუზიარა:„ძაღლები
ფაჩუჩების ჩაცმას არ
საჭიროებენ. პირიქით, ჯობს
იყვნენ ადაპტირებულები.
ზამთარში ყველაზე მეტად
უბეწვო ძაღლებს სცივათ.
ტემპერატურის ცვალებადობა
არ ქმნის პრობლემას, ანუ
სითბოდან უცებ სიცივეში
გაყვანა. ძაღლის კანისთვის
არ ვარგა საწოლში წოლა,
რადგან ყველა დაავადება თუ
რამე შეიძლება დაემართოს,
იწყება საწოლიდან,
დივნიდან.ძაღლს
ნებისმიერი რამეს
გადააჩვევთ. ყველამ
შეიძლება ვერ შეძლოს
ძაღლების გამოკვება,
მაგრამ ყველა
დაწესებულებას შეუძლია
კარი გაუღოს. სიცივეში
მიდის უდიდესი ენერგია
ძაღლის, კანკალებს და ა.შ. ამ
ენერგიის წყაროა ცხიმი,
რასაც საკვები შეიცავს,
ამიტომ ესეც ძალიან
მნიშვნელოვანია“, - ამბობს
კახა კვირიკაშვილი.