„გამოძიების პირველადი
ინფორმაციით, თბილისში,
თევდორე მღვდლის ქუჩაზე
მდებარე ვაჭრობისთვის
განკუთვნილ ერთ-ერთ
შენობა-ნაგებობაში
ხანძარი, სავარაუდოდ,
ელექტრო-სადენების
გაუმართაობამ გამოიწვია“,
- ამის შესახებ ინფორმაციას
შინაგან საქმეთა
სამინისტრო
ავრცელებს.უწყება
ავრცელებს ობიექტის
მიმდებარედ განთავსებული
ვიდეოსამეთვალყურეო
კამერის
ჩანაწერებსაც.„აღნიშნული
ობიექტის მიმდებარედ
განთავსებული
ვიდეოსამეთვალყურეო
კამერის ჩანაწერებისს
დათვალიერებით ირკვევა,
რომ ხანძრის, სავარაუდოდ,
პირველი კერა, სწორედ
ელექტრო-სადენებიდან
ჩნდება.მომხდარის ზუსტი
მიზეზის დასადგენად,
ფაქტზე დაწყებულია
გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 187-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ა“
ქვეპუნქით, რაც ცეცხლის
წაკიდებით ნივთის
დაზიანებას ან
განადგურებას
გულისხმობს.თბილისში,
თევდორე მღვდლის ქუჩაზე
ხანძრის გაჩენის ფაქტზე
შეტყობინება შინაგან
საქმეთა სამინისტროს
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის
ცენტრ 112-ში, დღეს - 26
აგვისტოს, გამთენიისას
შემოვიდა.შეტყობინების
მიღებიდან უმოკლეს დროში,
ადგილზე გამოცხადდნენ
საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის
მეხანძრე-მაშველები და
დაიწყეს ხანძრის ქრობის
აქტიური სამუშაოები.
ადგილზე, ასევე,
მობილიზებულები იყვნენ
შინაგან საქმეთა
სამინისტროს სხვა
შესაბამისი დანაყოფები.
არსებობდა, ხანძრის
მიმდებარედ არსებულ
შენობებზე გავრცელების
საფრთხე, თუმცა
მეხანძრე-მაშველებმა
ხანძრის ლიკვიდირება
დროულად მოახერხეს.
შემთხვევის შედეგად
დაშავებული არავინ არის“, -
ნათქვამია
განცხადებაში.ნახეთ, შსს-ს
მიერ გავრცელებული ვიდეო: