ბრიტანელი მომღერლის რობი
უილიამსის თქმით, მას ამ
წლის დასაწყისში
სურავანდის ანუ ცინგას
მწვავე დაავადების
დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც
ორგანიზმში С ვიტამინის
უკმარისობის გამო
ვითარდება. ინფორმაციას CNN-ი
ავრცელებს.ცინგა მწვავე
დაავადებაა, რომელიც
გამოწვეულია ორგანიზმში C
ვიტამინის უკმარისობით ან
მისი სრულიად არყოფნით.
მისი სიმპტომებია:
ჰემორაგიული გამონაყარი,
ღრძილებიდან სისხლდენა,
კბილების მორყევა,
სახსრების და კიდურების
ტკივილი, პირიდან და
ცხვირიდან ხშირი
სისხლდენა, საერთო სისუსტე,
იმუნიტეტის დაქვეითება
ა.შ.51 წლის ვარსკვლავის
თქმით, თავის დიაგნოზის
შესახებ მან მას შემდეგ
გაიგო, რაც ბოლო თვეების
განმავლობაში ფსიქოლოგიურ
პრობლემებს ებრძოდა.„წელი
დაიწყო გარკვეული
ფსიქოლოგიური
პრობლემებით, რომლებსაც
დიდი ხანია არ
შევუწუხებივარ“ , -
განაცხადა უილიამსმა და
აღნიშნა, რომ ის თავს
ძალიან მოწყენილად
გრძნობდა.მისი თქმით, მას
დეპრესიის დიაგნოზი 20 წლის
ასაკში დაუსვეს. უილიამსმა
აღნიშნა, რომ მისი
დაავადება დიდი ალბათობით
დიეტამ და დეპრესიამ
გამოიწვია.„მე შევწყვიტე
ჭამა და არ ვიღებდი საკვებ
ნივთიერებებს“, - განაცხადა
უილიამსმა.