რესპუბლიკური
საავადმყოფოს ახალი
კონცეფციის თანახმად,
არსებული ძირითადი
შენობების რეაბილიტაცია
იგეგმება, სადაც
იფუნქციონირებს 400 საწოლზე
გათვლილი სტაციონარი,
სხვადასხვა თერაპიული თუ
ქირურგიული მიმართულების,
ფსიქიატრიული,
გადაუდებელი დახმარებისა
და კრიტიკული მედიცინის
დეპარტამენტებით, -
აღნიშნულია ჯანდაცვის
სამინისტროს მიერ
გავრცელებულ
ინფორმაციაში.მათივე
ცნობით, განვითარებული
იქნება მძლავრი
ამბულატორიული,
დიაგნოსტიკური და
სარეაბილიტაციო
სერვისები, კლინიკური
ლაბორატორიები.„შეიქმნება
განყოფილება პაციენტების
პალიატიური მოვლისთვის.
მოეწყობა იზოლირებული
დეპარტამენტი
პენიტენციური
დაწესებულებიდან
გადმოყვანილი
პაციენტებისთვის.
შეიქმნება სარეზერვო
სივრცე ფორსმაჟორული
სიტუაციებისთვის.
შეიქმნება თანამედროვე
სტანდარტების შესაბამისი
ცენტრალური სისხლის ბანკი.
მოეწყობა სასწავლო და
საკონფერენციო სივრცეები.
არსებული შენობა
სპეციალური ხიდით
დაუკავშირდება ახალ
შენობას, რომელიც ყოფილი
ე.წ. პათანატომიის შენობის
ადგილას აშენდება.ახალ
შენობაში განთავსდება 250
საწოლზე გათვლილი
სტაციონარი, რომელიც
ორიენტირებული იქნება
სპეციალიზირებულ
მაღალტექნოლოგიურ
სამედიცინო სერვისებზე
(ორგანოთა ტრანსპლანტაცია,
კარდიოქირურგია,
კომბუსტიოლოგია,
ჰიბრიდული საოპერაციოები),
განსაკუთრებული ადგილი
დაეთმობა ონკოლოგიურ
მიმართულებას, შეიქმნება
უახლესი აპარატურით
აღჭურვილი ბირთვული და
სხივური მედიცინის
დეპარტამენტი.აშენდება
ახალი თანამედროვე
სტანდარტების შესაბამისი
ბავშვთა ინფექციური
ბლოკი;ახალი კონცეფციის
თანახმად, რესპუბლიკური
საავადმყოფო გათვლილი
იქნება 700-ზე მეტ
საწოლზე.რესპუბლიკური
საავადმყოფოს ტერიტორიაზე
განთავსდება GMP
სტანდარტების შესაბამისი
მედიკამენტების მარაგების
საწყობი.რეაბილიტაცია
ჩაუტარდება გამწვანებისა
და სარეკრეაციო
ზონას.პროექტის
განხორციელების ვადად
განსაზღვრულია დაახლოებით
4 წელი, სავარაუდო ბიუჯეტი 160
მილიონ ლარს შეადგენს“, -
აღნიშნულია გავრცელებულ
ინფორმაციაში.