ევროპასთან ინტეგრაციის
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარე ლევან
მახაშვილი „გორბის“
საზოგადოებრივი აზრის
კვლევის შედეგებს
ეხმაურება. მისი თქმით, ამ
კვლევით კარგად გამოჩნდა,
რომ „ქართულ ოცნებას“
ქართულ პოლიტიკურ
სივრცეში ალტერნატივა არ
ჰყავს.„ეს კვლევა ძალიან
კარგად აჩვენებს იმ
პოლიტიკურ განწყობებს რაც
არის დღეს საქართველოში,
მათ შორის იმასაც, რომ
ქართულ ოცნებას არ ჰყავს
რეალური ალტერნატივა,
რეალური პოლიტიკური
ოპონენტი ქართულ სივრცეში.
ასევე აჩვენებს იმას, რომ
მოსახლეობის უდიდესი
ნაწილი მხარს უჭერს
ქართული ოცნების მიერ და
გადადგმულ ნაბიჯებს და
ასევე იმედიანად არის
განწყობილი მომავალთან,
მათ შორის ხელისუფლების
გადაწყვეტილებებთან
დაკავშირებით“, - აცხადებს
მახაშვილი.კითხვაზე,
პარლამენტის არჩევნები ამ
კვირას რომ ტარდებოდეს ვის
მისცემდით ხმას შემდეგი
პარტიებიდან?
გამოკითხულთა 56,2% - მა
„ქართულ ოცნება“
დაასახელა.ტელეკომპანია
„იმედის“ დაკვეთით
საქართველოს
საზოგადოებრივი აზრისა და
ბიზნესის კვლევის
საერთაშორისო ცენტრმა
„გორბიმ“ საზოგადოებრივი
აზრის კვლევა თბილისისა და
ქვეყნის მასშტაბით,
პირისპირი ინტერვიუირების
მეთოდის გამოყენებით
ჩაატარა.საველე
სამუშაოები 2025 წლის 22
ივნისი-5 ივლისს შესრულდა.
შედგა 2300 პირისპირი
ინტერვიუ საქართველოს
ზრდასრულ მოქალაქესთან (18
წლის და მეტი
ასაკის).წარმოდგენილი
მონაცემები შეწონილია
როგორც დემოგრაფიული,
ასევე პოლიტიკური წონით (2024
წლის საპარლამენტო
არჩევნებში გაცხადებული
ხმის მიცემის და
ოფიციალური შედეგების
თანაფარდობით) და
წარმოდგენილია სავარაუდო
ამომრჩევლის
ჭრილში.სავარაუდო
ამომრჩეველი გამოვლინდა
არჩევნებში მონაწილეობის
მზაობასთან დაკავშირებულ
შეკითხვებზე გაცემული
პასუხებიდან გამომდინარე.
ცდომილების ზღვარი: +/-3%
სავარაუდო ამომრჩეველი,
ქვეყნის მასშტაბით.