დღეს როგორც არასდროს, ისეა
ნათელი ღირსებისა და
მშვიდობის მხარე, -
განაცხადა ჯგუფ „რეზო და
ბავშვების“ ვოკალისტმა,
რეზო ბლიაძემ წყალტუბოში,
სადაც „ქართული ოცნების“
მხარდამჭერი ღონისძიება
მიმდინარეობს.მუსიკოსი
იმედოვნებს, რომ
საზოგადოება 26 ოქტომბერს
ღირსეულ არჩევანს
გააკეთებს.„ღირსება არის
მთავარი რამ
ადამიანისთვის და თუ
ქვეყანასაც დაეტყობა
ღირსების ელფერი, ჩვენ
სხვანაირად გამოვანათებთ
დანარჩენი სამყაროს
თვალში. ამაში ღრმად
დარწმუნებული ვარ.
სასურველია ღირსეული
გადაწყვეტილება მივიღოთ,
ღირსეული არჩევანი
გავაკეთოთ და
დარწმუნებული ვარ ამ
არჩევანის გაკეთება ამ
არჩევნებზე ყველაზე
ნაკლებად გაგვიჭირდება,
რადგან დღეს როგორც
არასდროს ისეა ნათელი
ღირსებისა და მშვიდობის
მხარე“, - აღნიშნა
ბლიაძემ.„ქართული
ოცნების“ მხარდამჭერი
ღონისძიებები ჩოხატაურში,
წყალტუბოსა და ხულოში
მიმდინარეობს.