რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის
კომიტეტის სხდომაზე
საქართველოს მთავრობის
მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით
წარდგენილი ზოგადი და
პროფესიული განათლების
შესახებ კანონებში
ცვლილებები
განიხილეს.მომხსენებლის,
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის
მინისტრის მოადგილის
თამარ ღვამიჩავას
განცხადებით, „ზოგადი
განათლების შესახებ“
კანონში ცვლილების
თანახმად, საშუალო
პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამის დაძლევის
შედეგად, რომელშიც
ინტეგრირებულია ზოგადი
განათლების საშუალო
საფეხურის სწავლის
შედეგები, დიპლომთან ერთად
გაიცემა სრული ზოგადი
განათლების
დამადასტურებელი
დოკუმენტი -
ატესტატი.ამავდროულად,
პირები, რომლებიც 2024-2025
სასწავლო წელს
ექსტერნატის წესით
დაძლევენ ზოგადი
განათლების საბაზო
საფეხურის IX კლასისთვის
ეროვნული სასწავლო გეგმით
დადგენილ მიღწევის დონეს
და მათი ასაკი შეესაბამება
ან აღემატება 2024-2025 სასწავლო
წელს X კლასის მოსწავლეთა
ასაკობრივ კატეგორიას, 2024-2025
სასწავლო წლიდან სწავლას
გააგრძელებენ ზოგადი
განათლების საშუალო
საფეხურის შესაბამის
კლასში.მინისტრის
მოადგილემ „პროფესიული
განათლების შესახებ“
კანონში ცვლილებებზეც
ისაუბრა.„პირი ვალდებული
აღარ იქნება პროფესიულ
საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩარიცხვიდან 3
თვის ვადაში შესაბამის
საგანმანათლებლო
დაწესებულებას წარუდგინოს
საბაზო ზოგადი განათლების
დამადასტურებელი
დოკუმენტი/სრული ზოგადი
განათლების
დამადასტურებელი
დოკუმენტი, მასთან
გათანაბრებული დოკუმენტი
ან განათლების
დამადასტურებელი სხვა
დოკუმენტი, იმ შემთხვევაში
თუ მისი ზოგადი განათლების
შესაბამისი საფეხურის
დაძლევა დასტურდება
პროფესიული განათლების
მართვის საინფორმაციო
სისტემის ბაზაში“, -
განაცხადა თამარ
ღვამიჩავამ.მისივე თქმით,
ცვლილებებით, გაჩნდება
საკანონმდებლო საფუძველი
ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მიღებული პროფესიული
განათლების აღიარების
წესის, ასევე, პროფესიული
განათლების მასწავლებლის
მოსამზადებელი პროგრამის
განხორციელების უფლების
მოპოვების წესის
შემუშავებისთვის.კომიტეტმა
მხარი დაუჭირა
წარმოდგენილ ცვლილებებს.