რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის
კომიტეტის სხდომაზე,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილმა 2025
წლის სამოქმედო გეგმა
წარადგინა.ირაკლი
ქადაგიშვილის
განცხადებით, დოკუმენტი
რამდენიმე კომპონენტს
მოიცავს და მასში ასახულია
როგორც საკანონმდებლო
მიმართულებები, ასევე
დეცენტრალიზაციის
სტრატეგიასთან
დაკავშირებული საკითხები
და კომიტეტის
საზედამხედველო
ფუნქციიდან გამომდინარე,
აღმასრულებელი
ხელისუფლების
წარმომადგენლებთან ერთად
საკომიტეტო მოსმენების
გამართვა.კომიტეტის
სხდომაზე საქართველოს
მთავრობის მიერ
რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილ 2019 წლის 18
ივნისის „საქართველოსა და
რეკონსტრუქციისა და
განვითარების
საერთაშორისო ბანკს შორის
სასესხო შეთანხმების
(ინოვაციის, ინკლუზიურობის
და ხარისხის პროექტი -
საქართველო I2Q)” მეორე
ცვლილების თაობაზეც
იმსჯელეს.მომხსენებლის,
ფინანსთა მინისტრის
მოადგილის ეკატერინე
გუნცაძის განმარტებით,
სასესხო შეთანხმების
ცვლილების თანახმად,
იცვლება სესხის დახურვის
თარიღი და ნაცვლად 2026 წლის 31
მარტისა და სესხის
დახურვის ვადად 2027 წლის 31
მარტი განისაზღვრება.
მისივე თქმით, განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის
სამინისტროს მომართვის
საფუძველზე, ცვლილება
ხელშეკრულებიდან ერთ-ერთი
პუნქტის ამოღებასაც
ითვალისწინებს.სასესხო
ხელშეკრულების ფარგლებში
განსახორციელებელ
ღონისძიებებზე
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის
მინისტრის მოადგილე ბაია
კვიციანმა ისაუბრა. მისი
თქმით, სასესხო თანხით
მრავალკომპონენტიანი
პროექტები დაფინანსდა,
როგორიც არის ადრეული
განათლებისა და ზრუნვის
ხარისხის მათთან წვდომის
გაუმჯობესება, ზოგადი
განათლების სისტემაში
სწავლების და სწავლის
ხარისხის ამაღლება,
უმაღლესი განათლების
სფეროში დაფინანსების
ვარიანტების გაძლიერება
და უმაღლეს განათლებაში
ინტერნაციონალიზაციის
ხელშეწყობა.კომიტეტის
წევრებმა სხდომაზე
განხილულ საკითხებს მხარი
დაუჭირეს.ინფორმაციას
პარლამენტის
პრესსამსახური ავრცელებს.