რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის
კომიტეტის სხდომაზე
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრის
პირველმა მოადგილემ ნინო
თანდილაშვილმა მთავრობის
მიერ რატიფიცირებისათვის
„2022 წლის 22 დეკემბრის
„საქართველოსა და ევროპის
საინვესტიციო ბანკს შორის
ფინანსური ხელშეკრულების N1
ცვლილება და უარის თქმის
წერილი“ წარადგინა.
მომხსენებლის
ინფორმაციით, სასესხო
ხელშეკრულების ცვლილებები
მხარეებს შორის
ურთიერთშეთანხმების
საფუძველზე მომზადდა.
კერძოდ, დამფინანსებელ
მხარესთან დეტალურად
გაიწერა ის სამუშაოები,
რომლებიც მიმდინარე წელს
განხორციელდება,
შესაბამისად, ქართული
მხარე ტრანშის სახით 2025
წელს მიიღებს იმ ოდენობის
თანხას, რაც აღნიშნული
სამუშაოებისთვის არის
გათვალისწინებული.სხდომაზე
ნინო თანდილაშვილმა ზემო
სამგორის ირიგაციის
პროექტის მნიშვნელობაზეც
ისაუბრა და აღნიშნა, რომ
სასესხო ხელშეკრულებიდან
მიღებული თანხით,
საქართველოს მელიორაციის
უწყება მნიშვნელოვან და
კომპლექსურ პროექტს
განახორციელებს.
კერძოდ,მაგისტრალური და
მიმყვანი არხების
მშენებლობა-რეაბილიტაციის
შემდეგ 20 ათასი ჰექტარი
მიწის მორწყვა გახდება
შესაძლებელი. მისივე თქმით,
აღნიშნულ პროექტში
საქართველოს მთავრობის
კონტრიბუცია 40 მილიონ
ლარზე მეტია.„ჩვენი
ქვეყნის ეკონომიკის და
აგრარული სექტორის
განვითარებისთვის მართლაც
მნიშვნელოვანი პროექტის
განხორციელება იგეგმება.
ირიგაციის და მელიორაციის
აღნიშნული სისტემა გასული
საუკუნის 50-60-იან წლებში
აშენდა, შემდეგ ჩამოიშალა
და ადრე არსებული
სიმძლავრეების მხოლოდ
10-15%-ია შემორჩენილი.
შესაბამისად, სისტემის
აღდგენა კიდევ უფრო
თანამედროვე დონეზე
მართვის და
ფერმერებისთვის წყლის
მიწოდების შესაძლებლობებს
მოგვცემს, რაც სოფლის
მეურნეობის
განვითარებისთვის
მნიშვნელოვანია“, -
განაცხადა კომიტეტის
თავმჯდომარემ ირაკლი
ქადაგიშვილმა.კომიტეტის
წევრებმა სარატიფიკაციო
დოკუმენტის პლენარულ
სხდომაზე გატანას ერთხმად
დაუჭირეს მხარი.