უცხოური აგენტების
რეგისტრაციის შესახებ
ახალი კანონი ამოქმედდა.
ამერიკული FARA-ს ზუსტი
ანალოგი, რომელიც უცხოური
დაფინანსების მიმღებ
ფიზიკურ და იურიდიულ
პირებს ანტიკორუფციულ
ბიუროში დოკუმენტების
წარდგენას ავალდებულებს,
ოპოზიციისთვის
მიუღებელია.პარტია
"სტრატეგია აღმაშენებლის"
გენერალური მდივანი, პაატა
მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ
ეს კანონი კონტექსტის,
შინაარსისა და
სულისკვეთების
გათვალისწინებით,
რუსულია."იქ [ აშშ-ში]
მიმდინარეობს დებატები
იდეოლოგიურ საფუძვლებზე,
ლიბერალური ფრთა ებრძვის
კონსერვატიულს და პირიქით,
ხოლო ჩვენთან ეს ყოფნა-არ
ყოფნის საკითხთან არის
დაკავშირებული. დიდ
სურათში ჩვენ ვხედავთ, რომ
ეს კანონი, თავისი
შინაარსით, სულისკვეთებით,
ერთობლიობაში, არის
რუსული," - აცხადებს პაატა
მანჯგალაძე.კოალიცია "ლელო
- ძლიერი საქართველოს"
წევრი, ლანა გალდავა კი
აცხადებს, რომ კანონი
საქართველოს რეალობისთვის
არარელევანტურია და
დამოუკიდებელი
სასამართლოს არარსებობის
პირობებში,
ხელისუფლებისგან
პოლიტიკური დევნისა და
სტიგმატიზაციისთვის
გამოიყენება."რაც შეეხება
უშუალოდ FARA-ს და ამერიკას -
იქ არის ძლიერი
ინსტიტუციები,
ამავდროულად, FARA-სთან ერთად,
არის დამოუკიდებელი
სასამართლო,
დამოუკიდებელი
პროკურატურა,
ინსტიტუციური სიძლიერე და
თუნდაც რომ იყოს პირდაპირი
გადმოტანა,
არარელევანტურია ქართულ
სინამდვილეში და "ქართული
ოცნების" მხრიდან
გამოყენებულია
სტიგმატიზაციისთვის,
პოლიტიკური დევნის
ინსტრუმენტად და არანაირი
კავშირი არ აქვს
გამჭვირვალეობასთან," -
აცხადებს ლანა გალდავა.