რაც არ უნდა მოიგონონ, საბოლოო ჯამში გადამწყვეტი სიტყვა არის ხალხზე, რომელიც მივა არჩევნებზე და მოახდენს ცვლილებას - ელენე ხოშტარია ნიკა გვარამიას განცხადებაზე

Primetime.ge 2 თვის წინ 71
რაც არ უნდა მოიგონონ, საბოლოო ჯამში გადამწყვეტი სიტყვა არის ხალხზე, რომელიც მივა არჩევნებზე და მოახდენს ცვლილებას - ელენე ხოშტარია ნიკა გვარამიას განცხადებაზე
"რას გამოაცხადებს ცესკო, ვის აინტერესებს?" - ნიკა გვარამიას ეს ფრაზა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანია. განცხადებაში ვერ ხედავს დესტაბილიზაციის ნიშნებს თავად ოპოზიცია. პარტიებში მიაჩნიათ, რომ ლოგიკური რეაქცია მოჰყვება ხელისუფელბის მცდელობას, შეინარჩუნოს ძალაუფლება არჩევნების ობიექტურ შედეგებზე ზემოქმედებით."კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ნიკა გვარამიას პოზიციას იზიარებს."რაც არ უნდა მოიგონონ, საბოლოო ჯამში გადამწყვეტი სიტყვა არის ხალხზე, რომელიც მივა არჩევნებზე და მოახდენს ცვლილებას - ეს არის არსი მთლიანად ამ არჩევნების. რა ინტერპრეტაციას ეცდება "ქართული ოცნება", პროპაგანდას როგორ გამოიყენებს - არ არის საინტერესო. ქართველი ხალხი, არც ერთი ორგანიზაცია არ ტყდება და ეს არ გამოუვათ, ეს არის არსი ნიკას განცხადების და ხაზგასმით ვიზიარებ მეც მას.მთავარი არის ის, რომ "ქართული ოცნება" ამ არჩევნებს ვერ გააყალბებს. შესაბამისად, მანიპულაცია და გაყალბების მცდელობა ცესკოს მხრიდან, ვერ მოიტანს შედეგს, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.
სრულად წაიკითხეთ სტატია