6-მილიარდიანი ინვესტიცია,
რომლის შესახებაც "იმაარ
ჯგუფთან" მემორანდუმი
პრემიერის ვიზიტის დროს,
აბუ დაბიში გაფორმდა, ისევ
კრიტიკის საბაბია
ოპოზიციურ
სპექტრში.პარტიებში
ამტკიცებენ, რომ ეს
სიცრუეა. მმართველ გუნდში
კი ამბობენ, რომ ქვეყნის
წინსვლა და ეკონომიკის
განვითარება მათი
ოპონენტების გეგმებს
ეწინააღმდეგება.
პრემიერმა დღეს სერბეთის
მაგალითზე ისაუბრა და
განაცხადა, რომ ოპოზიციის
ამოცანა ნიჰილიზმისა და
ქვეყნისთვის დაბრკოლების
შექმნაა, რასაც მისივე
თქმით, ვერ
მიაღწევენ.პარტია "ლელოს"
წევრის, საბა ბუაძის
განცხადებით,
საქართველოში
ინვესტიციები ისტორიულ
მინიმუმზეა და
ხელისუფლება მითურ
ინვესტიციებზე საუბრობს,
რაც სიმართლეს არ
შეესაბამება."ის, რომ ჩვენს
ქვეყანაში რამე
ინვესტიცია ხორციელდება
არის ტყუილი. ინვესტიციები
უნდა შემოვიდეს, მაგრამ
ვხედავთ, რომ ინვესტიციები
საქართველოში არის
ისტორიულ მინიმუმზე. ეს
გამოწვეულია იმ უმძიმესი
პოლიტიკური კრიზისით,
რომელიც ჩვენს ქვეყანაში
არსებობს. ცხადია, ამაზე
პასუხისმგებელია ეს
ხელისუფლება. ამიტომ, რაღაც
მითურ ინვესტიციებზე
საუბარს, ურჩევნიათ,
კონკრეტული დოკუმენტები
წარმოგვიდგინონ", -
განაცხადა საბა ბუაძემ.