ახლო აღმოსავლეთში
ისრაელის სამხედრო
ოპერაციები გრძელდება.
ღაზის სექტორის სამხრეთით
ქალაქ რაფაჰში, დრონით
იერიშის შედეგად, ორი
ადამიანი დაიღუპა და
რამდენიმე კი
დაშავდა.ისრაელის
თავდაცვის ძალებმა
დაადასტურეს თავდასხმა და
განაცხადეს, რომ სამიზნე
რამდენიმე პალესტინელი
მებრძოლი იყო, რომელიც
ისრაელის ძალებს
უახლოვდებოდა.თავდასხმა
დაგმო "ჰამასმა" -
დაჯგუფებამ მომხდარი
ფაქტი ცეცხლის შეწყვეტის
შეთანხმების დარღვევად
შეაფასა.აშშ-ის
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ
გაიმეორა თავისი
მხარდაჭერა ისრაელის
შემდგომი ქმედებების
მიმართ ღაზაში. ტრამპის
თქმით, მან ნეთანიაჰუს
უთხრა, რომ "გაეკეთებინა
რაც უნდოდა", როდესაც
"ჰამასსა" და ისრაელს შორის
მძევლების გათავისუფლების
შესახებ მოლაპარაკებები
მიმდინარეობდა. შეგახსენებთ,
"ჰამასმა", შეთანხმების
თანახმად, შაბათს 3 მძევალი
გაათავისუფლა.