დიდი ძალა აქვს ლოცვას,
მაგრამ ცრემლით ლოცვა, - ეს
არის უდიდესი მადლის
მატარებელი - ეს სიტყვები
უწმიდესი და უნეტარესი
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის
ილია II-ის 2008 წლის
ქადაგებიდანაა. მისი
თქმით, როცა ადამიანი
ლოცვის დროს ტირის, მისი
მფარველი ანგელოზი ღვთის
წინაშე მისთვის
ლოცულობს!„მართლაც, მძიმეა
ცრემლი და ამავე დროს
წმინდაა. წმინდა მამები
ამბობენ: როცა ადამიანი
ლოცვის დროს ტირის, მისი
მფარველი ანგელოზი ღვთის
წინაშე მისთვის
ლოცულობს.მახსენდება,
ჩვენი პირველი ვიზიტი
იერუსალიმში, - დიდი
დელეგაციით ვიყავით.
როდესაც მაცხოვრის
საფლავს მივუახლოვდით,
მიმოვიხიდე და დავინახე,
რომ ყველა ტიროდა, - ვერავინ
იკავებდა ცრემლს. როდესაც
გარეთ გამოვედით, ცალ-ცალკე
ყველას ვკითხე, რა იყო
თქვენი პირველი ლოცვა, რას
სთხოვდით უფალს-მეთქი და
ყოველმა მათგანმა
მიპასუხა: სამშობლოს
გადაარჩენა შევავედრეთო...“
- თქვა პატრიარქმა.