ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე რატი
იონათამიშვილი სოციალურ
ქსელში თვითმმართველობის
არჩევნებზე ეუთო/ოდირის
მოწვევის საკითხს
ეხმიანება.„რა უტიფრობა და
პარადოქსია, რომ
რადიკალური ოპოზიციის
მედია და რადიკალური
ოპოზიცია, რომლებმაც
ფეხქვეშ გათელეს
ეუთო/ოდირის დასკვნა
საპარლამენტო არჩევნების
დროს, იგნორირება გაუკეთეს
მისიის მთავარ შეფასებას -
„ქართული ოცნება“ - არჩეული
ხელისუფლება“, დღეს კი
პოლიტიკურ დღის წესრიგს
იმაზე აწყობს, თუ რატომ არ
იწვევს მმართველი გუნდი
ეუთო/ოდირს მუნიციპალურ
არჩევნებზე“, - წერს რატი
იონათამიშვილი.