ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მესამე სექტორს პასუხობს - რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ინფორმაცია რასაც მისი უწყება ითხოვს, მხოლოდ საგრანტო ხელშეკრულებებს ეხება

Primetime.ge 4 საათი წინ 3
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მესამე სექტორს პასუხობს - რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ინფორმაცია რასაც მისი უწყება ითხოვს, მხოლოდ საგრანტო ხელშეკრულებებს ეხება
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, მესამე სექტორს კიდევ ერთხელ უპასუხა. რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ინფორმაცია რასაც მისი უწყება ითხოვს, მხოლოდ საგრანტო ხელშეკრულებებს ეხება. მისი თქმით, განჩინებაში არ არის მითითებული ინფორმაციის გამოთხოვა ადამიანებზე, რომლებიც მიმართავენ სხვადასხვა ორგანიზაციას."ეს არის მათი ინტერპრეტაცია. ძალიან ნათლად არის მითითებული სასამართლოს განჩინებაში - ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ საგრანტო ხელშეკრულების ინფორმაციებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დადებული ნებისმიერი გარიგება, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უნდა მოგვაწოდონ, ეს კანონით არის გათვალისწინებული. რაც შეეხება ადვოკატირების პროცესში კლიენტთან ურთიერთობას და კლიენტის საიდუმლოებას, ეს ინფორმაციები მათგან ჩვენ არ მოგვითხოვია და ეს ამ განჩინებაშიც არ არის მითითებული,"- აცხადებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი.ცნობისთვის, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინ განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს ინფორმაციას არ გადასცემენ. მათივე მტკიცებით, ბიუროს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას შორისაა პირადი მონაცემები: დაასახელეს ბენეფიციარების პირადი ინფორმაციაც.
სრულად წაიკითხეთ სტატია