რატი იონათამიშვილი ზელენსკის მიერ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისა და რიგითი მოქალაქის დასანქცირებაზე: ეს აქტი შევა პოლიტიკურ კურიოზებში

Primetime.ge 1 თვე წინ 41
რატი იონათამიშვილი ზელენსკის მიერ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისა და რიგითი მოქალაქის დასანქცირებაზე: ეს აქტი შევა პოლიტიკურ კურიოზებში
ეს აქტი შევა პოლიტიკურ კურიოზებში, - ასე შეაფასა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისა და რიგითი მოქალაქის დასანქცირების გადაწყვეტილება.„ეს აქტი შევა პოლიტიკურ კურიოზებში და მრჩება შთაბეჭდილება, რომ მაგალითად, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი იმიტომ არის ამ სიაში, რომ განსაკუთრებით ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში ინფრასტრუქტურა ძალიან კეთილმოეწყო და უმნიშვნელოვანესი, ისტორიული მასშტაბის პროექტები განხორციელდა. რასაკვირველია, ამ ყველაფერზე ნებისმიერ ობიექტურ ადამიანს სათანადო შეფასება ექნება და მსგავსი კურიოზები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, რომ რაიმე რისკის ქვეშ დადგეს მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების და ზოგიერთი რიგითი მოქალაქის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები შემოიღო.
სრულად წაიკითხეთ სტატია