რატი იონათამიშვილი: ვხედავთ, ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლები როგორ ახდენენ დამუნათების, სიძულვილის ტირაჟირებას და ეს უნდათ გარკვეულ ტრენდად აქციონ. გულწრფელად გითხრათ, მართლა მადარდებს ეს საკითხი

Primetime.ge 14 საათი წინ 7
რატი იონათამიშვილი: ვხედავთ, ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლები როგორ ახდენენ დამუნათების, სიძულვილის ტირაჟირებას და ეს უნდათ გარკვეულ ტრენდად აქციონ. გულწრფელად გითხრათ, მართლა მადარდებს ეს საკითხი
ახლა ზუსტად ამას ვხედავთ, ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლები როგორ ახდენენ დამუნათების, სიძულვილის ტირაჟირებას და ეს უნდათ გარკვეულ ტრენდად აქციონ. გულწრფელად რომ გითხრათ, მე მართლა მადარდებს ეს საკითხი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“.„როდის ჩნდება ლიბერალური ფაშიზმი საზოგადოებაში და როდის იკიდებს ფეხს თუნდაც ვიწრო ჯგუფებში? - მაშინ, როდესაც ინტელექტუალური დისკუსიის ადგილი არ არის პოლიტიკაში. სწორედ მაშინ არის ასეთი უშინაარსო ოპონირების ადგილი, რომელიც სავსეა სიძულვილით და ბოღმით. ჩვენ ახლა ზუსტად ამას ვხედავთ, ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლები როგორ ახდენენ დამუნათების, სიძულვილის ტირაჟირებას და ეს უნდათ გარკვეულ ტრენდად აქციონ. გულწრფელად რომ გითხრათ, მე მართლა მადარდებს ეს საკითხი, ვინაიდან საზოგადოების თუნდაც ძალიან მცირე ჯგუფშიც რომ იყოს ცხოვრების მთავარი წესი სიძულვილის ტირაჟირება, ეს ძალიან დამაღონებელი და დამაფიქრებელია. თუმცა დღეს რასაც ვხედავთ, ამ ადამიანებს იმდენად აქვთ გამჯდარი სიძულვილის ტირაჟირება და იმდენად ხდება მერე ამის წახალისება, რომ ეს ნამდვილად შემაშფოთებელია.დარწმუნებული ვარ, ამის საპირისპირო იარაღი არსებობს, შესაძლებლობა და რესურსი და ამასთან დაპირისპირება შეგვიძლია კონკრეტული საქმეების კეთებით. უნდა ავმაღლდეთ ამ ყველაფერზე და მხოლოდ ძლიერი ხასიათით, ქვეყნის, ოჯახის, საზოგადოების და ადამიანის სიყვარულით შეგვიძლია რომ გავიმარჯვოთ ლიბერალურ ფაშიზმზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში დღეს როგორც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომ ეს არის დასპონსორებული, იხარჯება დიდი რესურსი იმისთვის, რომ სიძულვილის ტირაჟირება და ლიბერალური უფრო ღრმავდებოდეს საზოგადოებაში, ფეხს საბოლოო ჯამში ვერასდროს მოიკიდებს, ჩვენ გავიმარჯვებთ ლიბერალურ ფაშიზმზე ისევე, როგორც გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის მტრებზე ვინც ცდილობს, რომ ამ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს. ერთად ვივლით ღირსებით ევროპისკენ და ერთად შევქმნით იმ დოვლათს ჩვენს ქვეყანაში, რომლის სიკეთეებსაც ჩვენი სამშობლოს თითოეული მოქალაქე და ოჯახი საკუთარ თავზე იგრძნობს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია