რატი იონათამიშვილი გერმანიის ელჩის განცხადებაზე: არის მცდელობა, რომ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში

Primetime.ge 2 თვის წინ 69
რატი იონათამიშვილი გერმანიის ელჩის განცხადებაზე: არის მცდელობა, რომ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში
არის მცდელობაც კი, რომ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში, - ასე აფასებს გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.„ამ ადამიანის [გერმანიის ელჩის] განცხადებები დიპლომატიის ელემენტარულ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. თუ მას ჰგონია, რომ არის პოლიტიკოსი, ძალიან ცდება. ვინაიდან, დიპლომატი პოლიტიკოსი არ არის და თუ მას ჰგონია, რომ აქ [საქართველოში] არის ბატონი, კიდევ უფრო დიდ შეცდომას უშვებს, ვინაიდან ჩვენ ვართ ამაყი, თავისუფალი ხალხი და ვერავისგან ვერ შევეგუებით მსგავსი განცხადებების გაკეთებას, მითუმეტეს როდესაც ის ეფუძნება უსამართლობას, სუბიექტურობას. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ არის მცდელობაც კი, რომ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში. საბოლოოდ, ეს ადამიანი და მსგავსი აქტორები ერთადერთ შედეგს მიიღებენ - კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება ისედაც გაბანკროტებული ოპოზიციის მხარდაჭერა ჩვენს საზოგადოებაში“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.დიპლომატმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა“. მანამდე იყო კახა კალაძის განცხადება, რომელმაც გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა.
სრულად წაიკითხეთ სტატია