დარწმუნებული ვარ,
საქართველოს მოსახლეობა
ბრძნულ არჩევანს
გააკეთებს, - განაცხადა
იუსტიციის მინისტრმა რატი
ბრეგაძემ მოახლოებული
არჩევნების საკითხზე
საუბრისას. მისი თქმით,
არჩევანი სიკეთესა და
ბოროტებას შორისაა და
შეუძლებელია, რომ
საზოგადოებამ ბოროტება
აირჩიოს.„ეს არჩევანი არის
მარტივი, ერთი მარტივი
მიზეზის გამო - ის
უალტერნატივოა. როდესაც
არჩევანი სიკეთესა და
ბოროტებას შორის არსებობს,
შეუძლებელია ვინმემ
აირჩიოს ბოროტება;
შეუძლებელია როდესაც
არჩევანი არსებობს
ავტოკრატიულ წარსულსა და
დემოკრატიულ განვითარებას
შორის, ვინმემ ავტოკრატიულ
წარსულ მისცეს ხმა.
დარწმუნებული ვარ,
საქართველოს მოსახლეობა
ბრძნულ არჩევანს
გააკეთებს“, - აღნიშნა
ბრეგაძემ.26 ოქტომბერს
ამომრჩევლები ოთხი წლის
ვადით საქართველოს
პარლამენტის 150 დეპუტატს
პროპორციული საარჩევნო
სისტემის საფუძველზე
აირჩევენ. სულ 3031 უბანი
გაიხსნება და მათ შორის 2
263-ზე კენჭისყრა
ელექტრონული საშუალებების
გამოყენებით გაიმართება.