მარნეული-ბოლნისის გზაზე,
სოფელ ნახიდურთან
მომხდარი ავტოსაგზაო
შემთხვევის შესახებ, რა
დროსაც ორი მოზარდი
დაიღუპა, ახალი დეტალები
გახდა ცნობილი. ავტოსაგზაო
შემთხვევაში მონაწილე
მძღოლი ცხელ კვალზეა
დაკავებული. შემთხვევის
შედეგად, ერთი მოზარდი
ადგილზე, ხოლო მეორე
კლინიკაში გადაყვანის
დროს დაიღუპა.დაღუპული
ბიჭების ოჯახის წევრები "ტვ
პირველთან" ამბობენ, რომ
მათი ინფორმაციით, მძღოლი
ნასვამი იყო. "ჩემი შვილი
ვინც მოკლა ის ცოცხალი არ
დარჩება",-ამბობს ერთ-ერთი
დაღუპულის დედა. ,,შინაგან
საქმეთა სამინისტროს
საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის ქვემო
ქართლის მთავარი
სამმართველოს
თანამშრომლებმა, ცხელ
კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად,
მარნეული-ბოლნისის
დამაკავშირებელ
საავტომობილო გზაზე
მომხდარ ავტოსაგზაო
შემთხვევაში მონაწილე
მძღოლი 2003 წელს დაბადებული
თ.ჩ. დააკავეს.გამოძიებით
დადგინდა, რომ აღნიშნული
პირი, საავტომობილო გზაზე,
თავისი მართვის ქვეშ მყოფი
ავტომობილით ოთხ
მგზავრთან ერთად
გადაადგილდებოდა , რა
დროსაც მოხდა ავტოსაგზაო
შემთხვევა, რომლის შედეგად,
ქვეითად მოძრავი ორი
მოზარდი, აქედან ერთ-ერთი
ადგილზე, ხოლო მეორე
სამედიცინო
დაწესებულებაში
გარდაიცვალა.გამოძიება
სისხლის სამართლის
კოდექსის 276-ე მუხლით
მიმდინარეობს“, - წერია
გავრცელებულ
ინფორმაციაში.