რამდენი სახეობის ჯართი არსებობს და რის მიხედვით განსხვავდება ფასი?

Alia 2 თვის წინ 104
რამდენი სახეობის ჯართი არსებობს და რის მიხედვით განსხვავდება ფასი?

–ვიბარებ ჯართს, ჯართს ვიბარებ, ჯართს – ისევ ხშირად გესმის ეს შეძახილი, ხომ?

ზოგი ფიქრობს: – სადღაა ჯართი? ყველამ გაყიდა და ჩააბარა უკვე. 

ზოგი მოინდომებს, გადასძახოს, გაეკიდოს, მოაბრუნოს, გამოაღებს ფანჯარას, ჩაირბენს კიბეს და სადღაა, აღარ არიან. დანანებით გახედავს გზას და მეათედ გააფრთხილებს პირველი სართულის მეზობელს, თუ დაინახო, გააჩერე, გთხოვ. 

მე კი გეტყვი, რომ ორივე ცდება – ისიც, ვინც ფიქრობს, რომ ჯართი აღარ დარჩა ჩასაბარებლად და ისიც, ვინც ფიქრობს, რომ აუცილებლად ქუჩაში მიმავალ ჯართის ჩამბარებელ მანქანას უნდა დაეწიოს სირბილით. 

მაინც რა არის საყოფაცხოვრებო ჯართი?

საყოფაცხოვრებო ჯართია ყველა ის საყოფაცხოვრებო პროდუქცია, რომელიც შეიცავს ლითონებს და გამოუსადეგარია, მათ დანიშნულებისამებრ ვეღარ იყენებ. მაგალითად, ძველი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სანტექნიკის ნაწილები, ელექტრონო გაყვანილობა და ელექტრონიკის სხვადასხვა ნაწილები – ყველაფერი რაც ლითონს შეიცავს და გადამუშავებაა შესაძლებელი.

ცალკე უნდა აღინიშნოს სამშენებლო ჯართი, რემონტის შემდეგ აუცილებლად გრჩება ნაწილები, რომლებიც გამოუყენებელია შენთვის, რატომღა უნდა გადაგდო, თუ შეიძლება ჯართად ჩააბარო?

ასევე არსებობს მანქანის ჯართი – ძველი მანქანის ნაწილები, ძრავა. 

შავი ლითონის ჯართი:

შავი ლითონის ჯართია ყველაფერი, რაც შეიცავს რკინისა და მისი შენადნობებისგან დამზადებულ პროდუქტებს – ფოლადს, თუჯს – ძველი ბატარეები, თუჯის აბაზანები, თუჯის სხვადასხვა ნივთები, თუნდაც სამზარეულოდან, რომლებიც აღარ გჭირდება, მილები და სხვა.

ფერადი ლითონების ჯართი:

ესენია სპილენძი, ბრინჯაო, ალუმინი – ისინი მეტწილად გამოიყენება ჭურჭლის დასამზადებლად, სანტექნიკის მოწყობილებებში, სხვადასხვა კაბელებში, მავთულის სახით. 

ელექტრონული ჯართი:

ძველი ელექტრონული საქონელი, რომელსაც უკვე ვეღარ გამოიყენებ, რომლის შეკეთებაც ვეღარ მოხდება, ვერც გაყიდი.

მაგალითად, ძველი ტელეფონები, ლეპტოპები, ტაბლეტები, პერსონალური კომპიუტერის სისტემის ნაწილები, მონიტორები, ელექტრონული საათები, პრინტერები და სკანერები ელექტრონული ჯართია. ეს მოწყობილობები შეიცავს სხვადასხვა ლითონებს: ალუმინს, სპილენს, რკინას, სხვადასხვა შენადნობებს. 

მოკლედ, ძველი მაცივარი იქნება, მიკროტალღური ღუმელი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, კონდიციონერი, თუ საკერავი მანქანა, გათბობის სისტემის ნაწილები, ლითონის ნიჟარები, რადიატორები, ქვაბები, ფანჯრის ძველი ცხაურები  – თუ გაფუჭებულია და ვეღარ ასრულებს მის პირდაპირ მოვალეობას, არაა აუცილებელი კარადის თავზე შემოდო, ან აივანზე გაიტანო და მტვრის ბუდედ აქციო, შემდეგ კი, საახალწლო ან სააღდგომო გენერალური დალაგებისას, ასუფთაო ისე რომ არც კი იცოდე, რისთვის ინახავ, – ის ჯართია და ჯართის ჩაბარების და გადამუშავების არაერთი კომპანია არსებობს.

ცხადია, თუ მხოლოდ ერთი სათევზაო ჯოხი გაქვს, ან სამზარეულოს ლითონის ერთი ჭურჭელი, ან ორიოდე ძველი დანა, ან სასმელის ერთი ცალი ლითონის ქილა, მხოლოდ მაგისთვის ჯართის ჩაბარების სერვისს არ გამოიძახებ, მაგრამ თუ ჩამოთვლილი ნივთებიდან რამდენიმე მაინც გაქვს – შენ ჯართი გქონია, გამოდის, ჩასაბარებელი. 

გარდა იმისას, რომ სახლში ადგილს ათავისუფლებ, გარემოზე ზრუნავ, რადგან ჯართი არ არის ნაგავი, ის ძვირფასი ლითონების ნარჩენია და მისი ადგილი არაა ნაგავსაყრელზე. გახსოვდეს, რომ მისი გადამუშავების შედეგად, ის ისევ გამოსადეგ ნივთად იქცევა. ამბობენ, რომ ჯართს თუ არ გადააგდებ და გადასამუშავებლად ჩააბარებ, მას ახალ სიცოცხლეს ჩუქნი. წარმოიდგინე, შეიძლება, ვიღაცის საათი სწორედ იმ სათევზაო ჯოხის პატარა ნაწილის წყალობითაა დამზადებული, ან შენმა ჩაბარებულმა ლითონის ქილამ, გადამუშავების შემდეგ, რაიმე ისეთი ნივთის ჩამოსხმაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც არ არის ერთჯერადი გამოყენებისთვის და დიდხანს ემსახურს ადამიანს

ფასი

ჯართის ჩაბარების ფასი დამოკიდებულია ლითონის ტიპზე, პირველ რიგში, შემდეგ, ცხადია, უკვე წონაზე და მიმდინარე საბაზრო ფასზე. სხვადასხვა ლითონების ფასი სხვადასხვაა. შავი ლითონები ჩვეულებრივ უფრო იაფია, ფერადი ლითონები უფრო ძვირი, მაგრამ სხვა მახასიათებლებიც მნიშვნელოვანია: ფორმა, ზომა, დაბინძურებულია მინარევებით, თუ არა, დაჟანგულია, თუ არა. 

ფასი კიდევ ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული – სამართლიანი შეფასება და სანდო ჩამბარებელი. 

ვის უნდა ვენდო? რომელ ჩამბარებელს?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველაზე მარტივია – არავის, არც ერთს უნდა ენდო, რა საჭიროა, ამ შემთხვევაში ნდობა? როცა არსებობს კონკურენცია და არჩევანი?

თუ დარწმუნდები რომ ჯართი გაქვს და არ იცი პირობები, იცი რა გაქვს ჩასაბარებელი, მაგრამ არ იცი ფასები, მოკალათდი გემრიელად, შედი იმ გვერდზე, სადაც ჯართის ჩამბარებელთა დიდი არჩევანია, წაიკითხე განცხადებები, კომენტარები და დაურეკე იმ განცხადებების ავტორებს, რომლებთა შემოთავაზებებიც მოგწონს. შეადარე მათი შემოთავაზებული ფასები, თუ ფასს არ აქვს მნიშვნელობა, შეგიძლია კომუნიკაციის ფორმით შეარჩიო სასურველი მომსახურება.

სად უნდა წავიღო და როგორ?

ამ კთხვაზეც უმარტივესია პასუხის გაცემა – არსად უნდა წაიღო არაფერი, არსად უნდა წახვიდე, თუ საქმე არ გაქვს, როგორც იყავი მოკალათებული ისევე დარჩი, თავად მოვლენ, შეაფასებენ საბოლოოდ, აწონიან, გადაგიხდიან და წაიღებენ. გარდა დროისა და ენერგიისა, ასე ტრანპორტირების ხარჯებსაც დაზოგავ. 

დაიმახსოვრე, როგორც შენი დრო და ენერგია ღირს ფული, ასევე არ არის ამ ადამიანთა დრო და ენერგია უფასო და შეეცადე, მაქსიმალურად გულახდილად და შეძლებისდაგვარად ზუსტად დაუსახელო ჯართის ის სახეობა და რაოდენობა, რის წასაღებადაც უნდა მოვიდნენ. 

ოფისი, საწარმო მაქვს და ჯართის დიდი ოდენობა დამიგროვდა, როგორ ავწონო?

მთავარია, ჯართის ჩამბარებელთან ფასზე შეთანხმდე, მაგალითად, თუ ეტყვი, რა ტიპის ჯართი გაქვს, დაახლოებით გეტყვის, რა ეღირება კილო. შეგიძლია ფოტომასალაც მიაწოდო. ადგილზე, თავად მოვლენ ისეთი ტექნიკით, რომ რა რაოდენობის ჯართიც უნდა იყოს, მისი შემოწმება და აწონვა არ არის მათთვის პრობლემა.

გახსოვდეს, შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, სჯობს, ადგილზე პირადად იყო, როცა ჯართის ჩამბარებლები მოვლენ, რათა შენი თანდასწრებით მოხდეს შემოწმება მასალისაც და წონისაც. 

ძალიან ბევრი ჯართი მაქვს, საკუთარი ბიზნესი ხომ არ დავიწყო?

რატომც არა, ახლავე გეტყვი, რა დაგჭირდება ამისათვის. 

პირველ რიგში, შეისწავლე ბაზარი, გაარკვიე, რომელ ლითონს რომელ კომპანიას მიჰყიდი გადასამუშავებლად უკეთეს ფასად. ნახე კონკურენტების შეთავაზებები, ფასები, სერვისები.

საწყისი კაპიტალისთვის გჭირდება – მანქანა, სასურველია სატვირთო მანქანა, ან მანქანის შესაძენი თანხა, ხარჯები მარკეტინგისა და რეკლამისთვის. გარკვეული აღჭურვილობა, ლითონის ჯართის შემადგენლობის შესაფასებლად, რადიაციის საზომი ხელსაწყო, აღჭურვილობები ასაწონად და გადასატანად. 

რეგისტრაცია – თუ არაოფიციალურად იმუშავებ, რისკავ დაჯარიმებით, შეგიძლია ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდე თავიდან და შემდეგ დაარეგისტრირო კომპანია სხვა სახით, როცა შემოსავალი გაგეზრდება. 

როცა გაფართოების დრო დადგება, შემდეგ დაგჭირდება რამდენიმე მანქანა, მძღოლები, ბუღალტერი, ოპერატორები, მუშები მუდმივ შტატში. 

სად სჯობს ვიქირაო ფართი?

გამომდინარე იქედან, რომ ტრანსპორტირებას თავად უზრუნველჰყოფ, შეგიძლია თავს იმ ფუფუნების უფლება მისცე, რომ სადაც იაფად ნახავ ფართს, იქ იქირაო. მაინც შენ უნდა მიხვიდე გამოძახებებზე და ის საფრთხე, რომ ვერ მოგაგნებენ, ან დაეზარებათ შენს საწყობამდე მოსვლა, არ არსებობს. 

რა არის წარმატებული ბიზნესის საიდუმლო?

შეუფერხებლობა, უწყვეტობა, კმაყოფილი მომხმარებელი. განათავსე შენი განცხადება იქ, სადაც უკვე განთავსებულია მსგავსი განცხადებები და სადაც, რეკლამა მყისიერად ამუშავდება. არ შეგეშინდეს კონკურენციის, პირიქით, სადაც არც არჩევანია და არც კონკურენცია, იქ არც კლიენტია.

დაიმახსოვრე, ჯართი არ არის ნაგავი, ის გამოუსადეგარია ამ ფორმით საყოფაცხოვრებო მიზნისთვის, მაგრამ არის მასალა ახალი, გამართული საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის. გამოუსადეგარი ნივთების შენახვას ორი დიდი უარყოფითი შედეგი აქვს – პირველი, მტვრის ბუდეა, რაც მავნებელია ჯანმრთელებისთვის და მეორე, დროთა განმავლობაში, მათი ნაწილი, მართლა ნაგავი ხდება, არადა, შეიძლებოდა შენ შვილს, თუ შვილიშვილს, მისგან დამზადებული ნივთი გამოსდგომოდა მომავალში. 

(R)

 

The post რამდენი სახეობის ჯართი არსებობს და რის მიხედვით განსხვავდება ფასი? appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია