რატომ იზრდება საქართველოში კორეული ავტომობილების იმპორტი

News.ge 2 საათი წინ 4
რატომ იზრდება საქართველოში კორეული ავტომობილების იმპორტი

ბოლო 3 წელია, რაც კორეიდან საქართველოში ავტომობილების იმპორტი გაიზარდა.
„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, თუ 2022 წლის 6 თვეში ქვეყანაში 706 ერთეული (9 მლნ დოლარი) კორეული ავტომობილი შემოვიდა (მანამდე კიდევ უფრო ნაკლები შემოდიოდა), უკვე 2023 წლის იგივე პერიოდში 1348 ერთეულამდე (20.613 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა. ამასთან, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში – 1 804 ერთეული (23.970 მლნ აშშ დოლარი) კორეული ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, წელს 6 თვეში კი 1 281 ერთეულის (15.272 მლნ აშშ დოლარის).
ამასთან, სტატისტიკით, კორეის რესპუბლიკა, საქართველოსთვის ავტომობილების იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია.
რატომ იზრდება კორეული ავტომობილების იმპორტი
თუ რამ განაპირობა კორეული მანქანების მიმართ ინტერესი, ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა დარბაისელმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, რომ მათმა ტექნიკურმა და ვიზუალურმა მდგომარეობამ. კერძოდ, ლაშა დარბაისელის ინფორმაციით, კორეული მანქანები შედარებით ნაკლები გარბენით და მოვლილ მდგომარეობაშია.
„შეიძლება კიდევ გაიზარდოს [კორეიდან ავტომობილების იმპორტი]. მე რა ინფორმაციაც მაქვს კორეულ ავტომობილებზე, ეს არის, რომ დაბალი გარბენი აქვთ უფრო, შეიძლება 2013-14 წლიანი, ან სულაც 1998-99 წლიანი იყოს, მაგრამ მაინც ძალიან დაბალი გარენი ჰქონდეს. ანუ, შენახული იყოს ავტომობილი ისე, რომ თითქოს გუშინ, გუშინ წინ გამოუშვეს ქარხნიდან.
2013 წლამდე გამოშვებული მანქანების რეგისტრაცია რომ ავკრძალეთ და სხვადასხვა რეგულაციები ხომ შემოვიღეთ, კი, გასაგებია, რომ გარემოს დაცვა გვინდა, მაგრამ ერთი ხელით საქმეს ვაკეთებდეთ და მეორით ვინმეს საქმე დავაზიანოთ, ასეც ხომ არ არის?!
გარემოს დაცვა იმაში მდგომარეობს, რომ თუ მანქანა არის იდეალურ მდგომარეობაში, ის გარემოს არ აბინძურებს. ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე, რომ ავტომობილის წლოვანება არაფერ შუაშია, ის გარემოს დააბინძურებს თუ არა,“ – განაცხადა ლაშა დარბაისელმა.
bpn.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია