კიდევ ერთი მაშველი რგოლი.
ქალბატონი რასა და სხვა
ევროპარლამენტარები,
რომლებიც გამოირჩევიან
სააკაშვილის და
ავტორიტარული რეჟიმის
შემოქმედების
მხარდაჭერით, მათ აქებენ და
იმათ ვინც დემოკრატია
შექმნა ამ ქვეყანაში და
ადამიანის უფლებებს იცავს
მათ ლანძღავენ. ეს არის
მათი რეალური სახე, -
განაცხადა საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა,
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარემ და
პარტიის აღმასრულებელმა
მდივანმა მამუკა
მდინარაძემ, ოპოზიციის
მხარდამჭერი უცხო ქვეყნის
პოლიტიკოსის საქართველოში
ვიზიტთან
დაკავშირებით.მისი თქმით,
გაუგებარია, რატომ აქვთ ამ
პოლიტიკოსებს საქართველოს
მიმართ ასეთი
აგრესია.„დღეს, შალვა
პაპუაშვილმა თქვა -
„საბჭოთა გადმონაშთები“.
არ არის გადაჭარბებული,
მსგავსი მინიშნება ჰქონდა
შალვასაც და ვეთანხმები
აბსოლუტურად. გორბაჩოვის
თანამოაზრეები თავის
დროზე, „პერესტროიკის“
თანამონაწილეები. მართლა
რამ გაამწარათ
პოსტსაბჭოთა ამ ქვეყნების
წარმომადგენლები, რომ
განსაკუთრებულად უტევენ
ამ ქვეყანას. იქნება თქვან
ქვეცნობიერში რა დაილექა
მათში, მე ხალხზე არ
ვლაპარაკობ, კონკრეტულ
პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ
ამ შემთხვევაში,
გაგვიმხილონ რა დაილექა
მათში, რომ ასე არიან
გამწარებულები და უტევენ
საქართველოს და მის არჩეულ
ხელისუფლებას. ეს კითხვა
არსებობს“, - განაცხადა
მამუკა მდინარაძემ.მისივე
თქმით, უცხოელი
პოლიტიკოსების ჩამოსვლით
ოპოზიცია აქციების მუხტს
ვერ აწევს, რომელიც უკვე
მინელდა.„სადაც არ არის
სიმართლე, იქ ვერც მუხტი
შეინარჩუნებს ძალას.
რეალური პროტესტი, რადგან
არ არის ვერც ეს პროტესტი
გავა ბოლოში“, - განაცხადა
მამუკა მდინარაძემ.