
ჟურნალისტი ანა გვარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მის ქმარზე, კოტე იოსელიანზე 8 საათის განმავლობაში ძალადობდნენ მოდულის შენობაში და ემუქრებოდნენ 2 წლის ბავშვების უსაფრთხოებით, რასაც მოჰყვა ბოდიშის ვიდეო.
გუშინ მთელი დღე ვითმინე თქვენი უსამარცხვინოესი პოზიციების კითხვა. ყველაზე გული მერევა, ვისაც:
ა) საკმარისად არ უჭრის გონება, რომ მიხვდეს, 8 წლის შემდეგ ერთ არაფრით გამორჩეულ კვირა დილას ერთხელ უკვე მოხდილ ბოდიშს მეორედ არავინ იხდის, თუ წინ არ უძღოდა დაშინება და ტერორი;
ბ) ამ ქვეყნის ჩეჩნეთიზაციაზე და ადამიანის დაშინებაზე ეცინება და კაი საღადაო ტოპიკი ჰგონია.
განსაკუთრებით გულისამრევები მაინც ისინი იყავით, ვინც კოტეს და თინას პირადად იცნობდით წლები და ამ გარემოებების მიუხედავად, რაც ზემოთ მიწერია, წამის მეასედში აჭირეთ წიხლები.
რავი, ამ მორალური ფსკერით რანაირად აპირებთ რეჟიმს მოუგოთ, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ good luck.“