
მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი მანანა მენაბდე:
მოვიკრიბე ძალა კარნახისათვის.
მსურს კიდევ ერთი პიროვნების მიმართ დიდი მადლიერების გრძნობა გამოვთქვა, ეს გახლავთ შეუდრეკელი – თეა წულუკიანი.
მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ პატარა ქალში მთასავით ძალაა! ისიც ყოველგვარი “მიკერძოების”გარეშე, ეხმარება ყველას, როგორც ხელეწიფება და როგორც შეუძლია და მადლობა იმ დიდი თანასგომისთვის, რომელსაც იგი არა მარტო ადამიანებს, არამედ თავის სამშობლოს უწევს. ჩვენ ყოველთვის “განტევების ვაცს” ვეძებთ, თითქოს ჩვენ თავად არაფერი ჩაგვიდენია და ანგელოზებად დავიბადეთ. სიმართლე გითხრათ მშურს თეა წულუკიანის, რომელსაც ასეთი დათმენის უნარი გააჩნია და თავშეკავება. რამდენი დარტყმა იგემა მან სამწუხაროდ, მაგრამ ვაჟკაცურად და ღირსეულად შეხვდა და ხვდება ყველა თავდასხმას, როგორც ნაამდვილ სვანს შეეფერება!
კითხვა მებადება: საერთოდ ქვებს რატომ ვესვრით ერთმანეთს?! რატომ ვთქვით უარი სიყვარულზე?!
წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი “თავდასხმა” ჩემს მიმართ არ მაიძულებს “ორ სკამზე”ჯდომას ან აზრის შეცვლას! რადგან ყველანი ერთი ერის შვილები ვართ და რას ვიყოფთ არ მესმის?!. საბედნიეროდ ერთნაირად ვიღებ “ქებასაც” და “ქილიკსაც”, რადგან ასე გამზარდა ჩემმა ოჯახმა და თუკი “ახალი აღთქმა” ოდესმე ხელში გჭერიათ, ალბათ იცით, რომ ზუსტად ისინი გაკრავენ ჯვარზე, ვისაც აპურებდით და წყლულებს ვუშუშებდით! და კიდევ ერთი შოთასი: “ცუდას რად უნდა მტერობა….”
ქალბატონო თეა, დიდი მადლობა ყველაფრისათვის!






