რადიკალურმა ოპოზიციამ
ზუსტად იცოდა, რომ გირაოს
გადახდა საგამოძიებო
დანაწესია და სასამართლო
გადაწყვეტილებას როცა არ
ასრულებ, სასამართლო ამ
სახის აღკვეთ ღონისძიებას
შედარებით უფრო მკაცრი
აღმკვეთი ღონისძიებით
ცვლის, – ამის შესახებ
პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე დავით
მათიკაშვილმა
განაცხადა.მისივე თქმით,
ვინმეს თუ სურს, თავიდან
აირიდოს მსგავსი ქმედება
სამართლებრივ
სახელმწიფოში,
სამართლებრივად უნდა
მოიქცეს„რა მოცემულობის
წინაშე ვდგავართ? – მათი
მხრიდან მიღებულია
სრულიად შეგნებული
გადაწყვეტილებაა. მათი
სურვილია, რაღაც სპექტაკლი
დადგან და საკუთარ
პატრონებს კიდევ ერთხელ
საფუძვლები მისცენ,
სრულიად უსამართლო და
კონტექსტიდან ამოვარდნილ
თემებზე ისაუბრონ, თითქოს
საქართველოში ვინმე
ვინმეს დევნის. მათი
მიზანია, საზოგადოებას
შეასაღონ, თითქოს აქ რაიმე
ფორმით ვინმეს დევნა ხდება.
დევნა ნამდვილად არ არის,
ეს არის კანონით არსებული
დანაწესის შესრულება და
ვინმეს თუ სურს, თავიდან
აირიდოს მსგავსი ქმედება
სამართლებრივ
სახელმწიფოში,
სამართლებრივად უნდა
მოიქცეს“, – აღნიშნა
მათიკაშვილმა.