რადიკალური ოპოზიციის ბოლო ფაზა ერთმანეთზე დარევაა, პოლიტიკური ასპარეზიდან შარშანდელი თოვლივით გაქრებიან - ირაკლი ზარქუა

Primetime.ge 3 საათი წინ 10
რადიკალური ოპოზიციის ბოლო ფაზა ერთმანეთზე დარევაა, პოლიტიკური ასპარეზიდან შარშანდელი თოვლივით გაქრებიან - ირაკლი ზარქუა
რადიკალურ ოპოზიციას როგორც მანამდე, არც ახლა არაფერი შეუძლია. ისევ მავნებლობა, დასმენა და ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმა შეუძლია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.ზარქუას თქმით, რადიკალური ოპოზიციის ბოლო ფაზა ერთმანეთზე დარევაა და ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს.„უსამშობლო როდესაც ხარ, საკუთარ მოქალაქეებთან მისვლის პირი არ გაქვს, უცხოეთში ჩურჩულებ, ქვეყანა როგორ დაასანქცირო და უვიზო მიმოსვლა შეზღუდო, შენი ბოლო ასეთია. უკვე ერთმანეთის გინება დაიწყეს. პოლიტიკური ასპარეზიდან, როგორც შარშანდელი თოვლი, ისე გაქრებიან. ყველა უსამშობლოსა და რადიკალისტის ბოლო ეს არის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია