საპარლამენტო
უმრავლესობის წევრის,
ლევან მაჭავარიანის
განცხადებით, რადიკალური
ოპოზიცია მაკკეინის
ინსტიტუტის მიერ
მომზადებულ გაიდლაინს
მიჰყვება.„ამ ყველაფრის
უკან ისინი დგანან, თუმცა
ჭკუა იხმარეს და პროცესებს
კულისებს მიღმა
მართავდნენ. რა თქმა უნდა,
ამ აქციებზე ვიხილეთ
ადამიანები, რომლებიც იქ
გულწრფელი პროტესტისთვის
არიან მისული. სამწუხაროდ,
ვხედავთ ადამიანთა დიდ
ჯგუფს, რომელიც რადიკალური
ოპოზიციის აქტივს
წარმოადგენს და ისინი იქ
რადიკალიზმისთვის არიან
მისული“, – აღნიშნა ლევან
მაჭავარიანმა.ლევან
მაჭავარიანის თქმით,
ოპოზიციური პარტიების
ოფისებიდან დიდი
რაოდენობის პიროტექნიკა,
მოლოტოვის კოქტეილები და
სხვადასხვა სითხეა
ამოღებული.„ელენე
ხოშტარიას მოუწია კიდეც
აღიარება, რომ თავად
არიგებდა. ეს ყველაფერი რას
ცხადყოფს? ნათელია, რომ
რადიკალური ოპოზიცია
თავიანთ აქტივისტებს ამ
ყველაფრით ამარაგებდა და
აქეზებდა. როცა მათ ეს
ყველაფერი ხელიდან
გამოეცალათ, ფაქტობრივად,
მშვიდობიანი აქცია
ვიხილეთ. როცა აქცია
მშვიდობიანია და
ძალადობაში არ გადადის,
ყველაფერი მშვიდად
მიმდინარეობს. ნებისმიერ
მოქალაქეს აქვს პროტესტის
უფლება, თუმცა კანონის
ფარგლებში, რაშიც
სამართალდამცველები არ
ჩაერთვებიან“, – განაცხადა
ლევან მაჭავარიანმა.