რადიკალები მაქსიმალურად
ცდილობენ საპროტესტო
მუხტის აწევას - ეკა
გიგაურის კანტორამ
გამოაქვეყნა მორიგი
პასკვილი ცესკოზე, რაც fake
news-ების ჟანრიდანაა. ფაქტია,
რომ ე.წ. ენჯეოებს
დეზინფორმაციის
შეთხზვა-გავრცელების
გარდა სხვა უნარ-ჩვევები არ
გააჩნიათ და არჩევნებიდან
არჩევნებამდე დაკავებულნი
არიან ბოროტი ტყუილების
"გამოცხობაში",- წერს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე
„საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველოს“
განცხადებაზე, რომელშიც
საუბარია, ცესკოს როლზე
არჩევნების გაყალბების
საქმეში.მისივე თქმით,
„საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველო“ საარჩევნო
ადმინისტრაციის
პასუხისმგებლობის
საკითხის დაყენებას
ითხოვს მაშინ, როცა
კრებსითი გიგაურების
ნაცკანტორები თავს
ესხმიან საქართველოს
დემოკრატიას და გამართულ
სახელმწიფო
ინსტიტუტებს.„რადიკალები
მაქსიმალურად ცდილობენ
საპროტესტო მუხტის აწევას -
ეკა გიგაურის კანტორამ
გამოაქვეყნა მორიგი
პასკვილი ცესკოზე, რაც fake
news-ების ჟანრიდანაა. ფაქტია,
რომ ე.წ. ენჯეოებს
დეზინფორმაციის
შეთხზვა-გავრცელების
გარდა სხვა უნარ-ჩვევები არ
გააჩნიათ და არჩევნებიდან
არჩევნებამდე დაკავებულნი
არიან ბოროტი ტყუილების
"გამოცხობაში".გაუმჭვირვალე
"საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველო" საარჩევნო
ადმინისტრაციის
პასუხისმგებლობის
საკითხის დაყენებას
მოითხოვს, როცა კრებსითი
გიგაურების ნაცკანტორები
თავს ესხმიან საქართველოს
დემოკრატიას და გამართულ
სახელმწიფო ინსტიტუტებს,“-
წერს გია აბაშიძე.