მმართველი გუნდი ნიკა
გვარამიას განცხადებას
ეხმაურება - სახელისუფლებო
პარტიაში სჯერათ, რომ
ოპონენტებს წინასწარ აქვთ
დაგეგმილი არ აღიარონ
შედეგები და პროცესები
ქუჩაში
გადაიტანონ.პარლამენტის
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე ირაკლი
ზარქუა საზოგადოებას
ახსენებს, რომ არჩევანი
ომსა და მშვიდობას შორის
არის."რაც შეეხება
გვარამიას განცხადებას,
გასაკვირი არაფერიც არ
არის. ჩვენ ხომ ვიცით, რომ
რადიკალები არ ემზადებიან
არჩევნებისთვის, ისინი
ემზადებიან მათი
პატრონების დაკვეთით, რომ
რევოლუცია მოახდინონ,
მორიგ ჯერზე სცადონ, თორემ
რისი ერთი ადგილი აქვთ
ამათ.ქართველი ხალხი
ვემზადებით, რეფერენდუმია,
არჩევანი არის ომსა და
მშვიდობას შორის,
საქართველოს არ
ავარევინებთ, ეს ყველამ
მინდა
იცოდეს.ახალგაზრდებსაც
მოვუწოდებ, ნუ
გამოაყენებინებთ თავს.
ნახეთ ხომ ის რამდენიმე
ახალგაზრდა, რომელსაც
დაუკვეთეს, შთააგონეს,
პოლიციაზე იძალადეს ამ
ახალგაზრდებმა და ახლა
სასამართლოს განჩინებით,
ზოგი მოლოდინშია, ვინმეს
ახსოვს?" - განაცხადა ირაკლი
ზარქუამ.შეგახსენებთ,
პარტია "ახალის"
დამფუძნებელმა და
კოალიცია
"ცვლილებებისთვის" ლიდერმა,
ნიკა გვარამიამ, 26
ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნებთან დაკავშირებით
ისაუბრა და აღნიშნა, რომ
არავის აინტერესებს, რას
გამოაცხადებს ცენტრალური
საარჩევნო კომისია,
ვინაიდან იგი სულ იტყუება.