,,იმ შემთხვევაში, თუ ის პირი
გარდაიცვლება, ვისაც
თქვენი ვალი აქვს, ვალის
დაბრუნება შეგიძლიათ
მემკვიდრეებს მოსთხოვოთ...“
- ამის შესახებ ადვოკატი
მაკა შინჯიკაშვილი
საუბრობს. ,,მნიშვნელოვანია,
რომ თქვენ შეგიძლიათ ამ
მოთხოვნის წაყენება
მხოლოდ 6 თვის
განმავლობაში, მას შემდეგ
რაც თქვენთვის ცნობილი
გახდება, რომ თქვენი მევალე
გარდაიცვალა. ეს 6 თვე არ
არის სასამართლოსადმი
მიმართვის ხანდაზმულობის
ვადა. ეს არის
მემკვიდრისთვის
პრეტენზიის წაყენების
ვადა“, - ამბობს ადვოკატი.