„გვაპატიეთ დასიებული თვალები...“ - კაფე „ლაილა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

Primetime.ge 3 საათი წინ 2
„გვაპატიეთ დასიებული თვალები...“ - კაფე „ლაილა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მესტიაში, ერთ-ერთ კაფეში სამუშაოდ მისული ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა. შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.კაფის ადმინისტრაცია წერს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არაა, თუმცა, ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი თრომბია.„წერას მადლობით ვიწყებთ… მადლობა მეგობრებო ამდენი სითბოსთვის, გამხნევებისთვის და ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის. უცნობი თუ ნაცნობი მეგობრების ზარები, მესიჯები, მოკითხვები და თანადგომა ჩვენთვის ძალიან დიდი ძალის მომცემია. გიგა ჩვენი გუნდის წევრი უნდა გამხდარიყო. მარტყოფიდან მესტიაში ჩვენთან წამოვიდა, გვერდით რომ დაგვდგომოდა და პირველივე სამუშაო დღის ბოლოს გადაინაცვლა მარადიულ საქართველოში.კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას. თანაგიგრძნობთ მთელი გუნდი.ძალიან ძნელი და მძიმე დღეები გავიარეთ მთელ გუნდმა, რომელიც დღემდე ყველას ბოროტი სიზმარი გვგონია. აცხონე უფალო გიგას სული და დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი.მართლა ძალიან გვიჭირს ამ ბოროტი სიზმრიდან გაღვიძება… გვაპატიეთ მოწყენილი სახეები, დასიებული თვალები და ნაკლებად ღიმილიანი მომსახურება“, - ვკითხულობთ „ლაილას“ ფეისბუკ პოსტში.
სრულად წაიკითხეთ სტატია