გუდაური(ფოსტა)–კობის
მონაკვეთზე მსუბუქი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აღდგა.საქართველოს
რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით,
საერთაშორისო
მნიშვნელობის
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის
საავტომობილო გზის
გუდაური(ფოსტა)-კობის
მონაკვეთზე მსუბუქი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აღდგენილია, ხოლო
მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
გადაადგილება დროებით
შეზღუდულია.გარემოს
ეროვნული სააგენტოს
ცნობით, მლეთა-გუდაურის,
გუდაური(ფოსტა)-კობის და
სტეფანწმინდა-ლარსის
მონაკვეთებზე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
განხორციელდება
გაუჩერებლად გავლის
რეჟიმში.
გუდაური(ფოსტა)-კობის
მონაკვეთზე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დასაშვებია მხოლოდ
ზვავდამცავი გვირაბების
გავლით.