რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მიმდინარე მოვლენები - მმართველი პარტიის შეფასებით, ძალადობასთან ერთად მიუღებელია მისი წახალისებაც, რადგან ეს საზოგადოების გახლეჩას იწვევს

Primetime.ge 2 კვირის წინ 29
რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მიმდინარე მოვლენები - მმართველი პარტიის შეფასებით, ძალადობასთან ერთად მიუღებელია მისი წახალისებაც, რადგან ეს საზოგადოების გახლეჩას იწვევს
რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები? პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული მოლოდინებია, თუმცა თანხმდებიან ერთზე, რომ ძალადობას გამართლება არ აქვს. დღეს მთელი დღეა კომენტარები კეთდება ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, პოლიტკოსებსა და რიგით მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე. ოპოზიცია ხელისუფლებისგან რეაგირებას და ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ოფისში მოხდა. ნიღბიანი პირები კობა ხაბაზს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანებები ძირითადად სახისა და თავის არეში აქვს მიყენებული. კოალიციის წევრი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. კობა ხაბაზმა სამედიცინო დაწესებულება გვიან ღამით დატოვა. დაუდგენელმა ნიღბიანებმა კოალიციის კიდევ ერთი წევრი ცემეს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.მმართველი გუნდის ლიდერების შეფასებით, გუშინ მომხდარ ფაქტებს გამართლება არ აქვს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ძალადობასთან ერთად მიუღებელია ძალადობის წახალისებაც, რადგან ეს საზოგადოების გახლეჩას და დაპირისპირებას იწვევს.განასხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. მმართველი პარტიის ოპონენტები ხელისუფლებისგან ძალადობის ფაქტებზე დროულ რეაგირებას ითხოვენ და საპროტესტო აქციების უწყვეტად გაგრძელებას გეგმავენ."უკვე რამდენიმე დღეა ყველამ დაინახა, რომ საქართველოში "ნაცმაიდანი" ჩავარდა. რადიკალურ ოპოზიციას ძალადობრივი რესურსი პრაქტიკულად ამოეწურა" - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მთავარ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პროტესტს შინაარსი გამოეცალა და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანს, აგრესიული უმცირესობის მოთხოვნები ვერ შეცვლის.ოპოზიციისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მონაწილეობით, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია, მეთერთმეტე დღეა მიმდინარეობს.
სრულად წაიკითხეთ სტატია