საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით,
საერთაშორისო
მნიშვნელობის მცხეთა -
სტეფანწმინდა - ლარსის
საავტომობილო გზის
გუდაური(ფოსტა) - კობის
მონაკვეთზე დროებით
შეზღუდულია მისაბმელიანი
და ნახევრად მისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია.გარემოს
ეროვნული სააგენტოს
ცნობით, გუდაური(ფოსტა) -
კობის და სტეფანწმინდა -
ლარსის მონაკვეთებზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
განხორციელდება
გაუჩერებლად გავლის
რეჟიმში. გუდაური(ფოსტა) -
კობის მონაკვეთზე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დასაშვებია მე-2
ზვავდამცავი გვირაბის
გავლით, ხოლო აღნიშნული
გვირაბის შემოვლით გზაზე
მოძრაობა აკრძალულია.
დანარჩენი გვირაბების
შემოვლით გზაზე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.