საავტომობილო გზების
დეპარტამენტის
ინფორმაციით,
საერთაშორისო
მნიშვნელობის
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის
საავტომობილო გზის კმ116-კმ137
(ვარდისუბანი-ლარსი)
მონაკვეთზე მისაბმელიანი
და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აღდგენილია.გარემოს
ეროვნული სააგენტოს
ცნობით,
გუდაური(ფოსტა)–კობის და
სტეფანწმინდა-ლარსის
მონაკვეთებზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
განხორციელდება
გაუჩერებლად გავლის
რეჟიმში.
გუდაური(ფოსტა)–კობის
მონაკვეთზე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დასაშვებია პირველი,
მეოთხე და მეხუთე
ზვავდამცავი გვირაბის
შემოვლით გზაზე, ხოლო
დანარჩენი გვირაბების
შემოვლით გზებზე -
აკრძალულია.
გუდაური(ფოსტა)–კობის
მონაკვეთზე, მეორე და
მესამე გვირაბებში,
მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
გვირაბებში
განხორციელდება
ცალმხრივად.