საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ინტენსიური
თოვის და ქარბუქის გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გომი -
საჩხერე - ჭიათურა -
ზესტაფონის საავტომობილო
გზაზე, დროებით იზღუდება
მისაბმელიანი და ნახევრად
მისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია.მოქალაქეები
სოციალურ ქსელში წერენ, რომ
უამინდობის მიუხედავად
რიკოთზე გადაადგილება
შეზღუდული არ არის.