რა ვალდებულებები ეკისრებათ შინაური ცხოველების მეპატრონეებს და რას შეამოწმებენ მონიტორები ბინაზე

Primetime.ge 4 საათი წინ 2
რა ვალდებულებები ეკისრებათ შინაური ცხოველების მეპატრონეებს და რას შეამოწმებენ მონიტორები ბინაზე
პატრონიანი ცხოველების კარდაკარ მონიტორინგი იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.მათი განმარტებით, მონიტორინგის მიზანი პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების გაუმჯობესება და მეპატრონეების ცნობიერების ამაღლებაა.ამასთან, სააგენტოს ცნობითვე, პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლები პატრონიანი ცხოველების მონიტორინგს კარდაკარ განახორციელებენ.„ჯგუფები წინასწარ შედგენილი მარშრუტით გადაადგილდებიან და შეამოწმებენ შემდეგ საკითხებს:ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;სტერილიზაცია-კასტრაცია (შერეული ჯიშის ცხოველების შემთხვევაში);ვაქცინაცია;საცხოვრებელი პირობები;კანონმდებლობით განსაზღვრული მოვლა-პატრონობის სხვა წესების დაცვა.სააგენტო შემოწმებული მეპატრონეების მონაცემთა ბაზას შეადგენს, სადაც თითოეული მეპატრონე აღირიცხება და დარღვევ(ებ)ის აღმოჩენის შემთხვევაში, ის განმეორებით გადამოწმდება.სააგენტოს თანამშრომლები პატრონებს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თავიანთი ცხოველების ჩიპირებისა და რეგისტრაციის მომსახურებას ადგილზე შესთავაზებენ,“ - აღნიშნულია ცხოველთა მონიტორინგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია