რა გართულებები შეიძლება ახლდეს თან ორსულობას, რა არის პრეეკლამფსია და რომელ კვირაში შეიძლება გამოვლინდეს დაავადება - ექიმების განმარტება

Primetime.ge 3 საათი წინ 4
რა გართულებები შეიძლება ახლდეს თან ორსულობას, რა არის პრეეკლამფსია და რომელ კვირაში შეიძლება გამოვლინდეს დაავადება - ექიმების განმარტება
"რუსთავი 2-ის" გადაცემა "ნამდვილ ექიმებში", ორსულობის პერიოდში  არსებულ რისკებზე ექიმებმა ისაუბრეს.როგორც მათ აღნიშნეს, ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულება შეიძლება იყოს პრეეკლამფსია, რომელიც ორსულობის შუა - დაახლოებით მეოცე კვირის, ან შემდეგ პერიოდში შეიძლება განვითარდეს. საწყის პერიოდში პრეეკლამფსია შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, მაგრამ შემდეგ შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიც არის: მაღალი არტერიული წნევა, ცილის მომატება შარდში, უცაბედი წონის მატება, რაც განპირობებულია სითხის ორგანიზმში დაგროვებით, შეშუპება, თავის ტკივილი, ბუნდოვანი მხედველობა, მუცლის მარჯვენა ნაწილის ტკივილი.რა არის პრეეკლამფსია - ექიმების განმარტებით, ეს არის დაავადება, რომელიც ემართება უშუალოს ორსულ ქალს, დიაგნოზი საფრთხეს უქმნის როგორც ნაყოფს, ასევე დედას. სტატისტიკურად, ყოველ წელს, დაახლოებით 70-76 000 ქალი იღუპება ამ დიაგნოზით. ეს არის დიაგნოზი, რომლის მენეჯმენტის თუ არ მოხდა, შესაძლოა სიცოცხლე დაასრულოს, როგორც დედამ, ასევე ნაყოფმა. პრეეკლამფსია არის დაავადება, რომელიც ყველა ორგანოს აზიანებს. ის პირველ რიგში აზიანებს ღვიძლს, შემდეგ თირკმელს და თავის ტვინს. დაავადება, რომელიც ორსულებს ემართებათ, მშობიარობის შემდეგ საერთოდ გაივლის და არანაირი სიმპტომი აღარ დარჩებათ დედებს, შესაბამისად, ამის შემდეგ ეს არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.აღნიშნული დაავადება ორსული ქალების დაახლოებით 5-8%-ში შეიძლება განვითარდეს. პრეეკლამფსია ასევე იწვევს ნაადრევ მშობიარობებს 15%-ის შემთხვევაში. ამ დაავადების დროულად დიაგნოსტირება და მკურნალობა აუცილებელია.პრეეკლამფსიის რისკ-ფაქტორებია: მაღალი არტერიული წნევა, თირკმლის დაავადებები, დიაბეტი, მრავალნაყოფიანი ორსულობა, აუტოიმუნური დაავადება, - წითელი მგლუა, ჭარბწონიანობა, ასაკი (35+), პირველი ორსულობა.ექიმების განცხადებით, როდესაც ორსულ ქალებს, 20 კვირის შემდეგ ეწყებათ გაუგებარი ხასიათის უხასიათობა, გაუგებარი ხასიათის თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, ქვემო კიდურების შეშუპება, წონაში მატება - სწორედ ეს მიანიშნებს პრეეკლამფსიის არსებობაზე. ამ შემთხვევაში, ორსულმა ქალბატონებმა დღის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ უნდა გაისინჯონ წნევა და თუკი წნევის ციფრები მისთვის დამახასიათებელს აღემატება, თუნდაც 10 ერთეულით, უნდა მიმართოს მეან-გინეკოლოგს.წყარო:
სრულად წაიკითხეთ სტატია